16:24 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ხიდაშელი: მნიშვნელოვანია, დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა, როდის მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას

„მოლოდინი არ შეცვლილა, 2015 წელი საქართველოსთვის ევროპასთან  უვიზო მიმოსვლის წელი იქნება“,-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მირო ცერარი: სლოვენია საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მხარს უჭერს

სლოვენია საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მხარს უჭერს, - ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

 

ქეთევან ციხელაშვილი: ახალგორიდან 800-ზე მეტი მოქალაქის განცხადებაა შემოსული, რომლებმაც ე.წ. საშვები ვერ მიიღეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს გამყოფი ხაზის გადაკვეთის პრობლემას ე.წ რეგულაციები ქმნის, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი იყენებს.

 

მარტინ შულცი: ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს

ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოწინავე ქვეყანას, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

 

თინა ხიდაშელი უვიზო მიმოსვლაზე: საქართველოს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს.

 

მსოფლიო ბანკი საქართველოს 120 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა, ორ საფინანსო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც 120 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

 

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მისი უწყების ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ მისი უწყების დაფინანსების გაზრდა მოითხოვა.

 

თინა ხიდაშელი დაჭრილ მეომრებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელი სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების მონაწილე დაჭრილ მეომრებს შეხვდა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიელი კოლეგა შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელგიელი კოლეგა საქართველოში მიიწვია.

 

შსს-ს პოლონელი ექსპერტი კაროლ ტურზინსკი ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკის სასაზღვრო პოლიციის საზღვაო დანაყოფის ანალიზის, ინფორმაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კაროლ ტურზინსკი ეწვია.

 

ხადურის განმარტებით, ზედამხედველობის სამსახურის სსიპ-ად ჩამოყალიბება იგეგმება, მაგრამ კონტროლს ისევ ეროვნული ბანკი განახორციელებს

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განამრტებით, საბანკო ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება იგეგმება, თუმცა მასზე კონტროლს კვლავ საქართველოს ეროვნული ბანკი განახორციელებს.

 

ჰენრი კერალი: საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ სწორად იმოქმედეს

საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებულ საკითხებს ძალიან სწორად გაუმკლავდა, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ-კავკასიაში ჰენრი კერალიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტის განხილვა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის მხარდაჭერით, სასტუმრო „რადისონში“ „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტის განხილვა მიმდინარეობს.

 

მთავრობის ადმინისტრაციამ საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგია შეიმუშავა

პოლიტიკის კოორდინაცია, საჯარო ფინანსების მართვა, სახელმწიფო სერვისების განვითარება, ანტიკორუფციული და ღია მართველობის ელემენტები, გამართული ადმინისტრაციული სექტორის ჩამოყალიბება - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ,  ევროკავშირის ექსპერტების დახმარებით, საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგია შეიმუშავა.

 

დღეს ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღეა

22 მაისი ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღეა. 

 

ნოდარ ხადური: არ მინდა ვიფიქრო, რომ ისეთივე მოვლენებს ჰქონდა ადგილი საქართველოში, როგორსაც აშშ-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics