|
2015-05-22 13:26:58, 1418 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი დაჭრილ მეომრებს შეხვდა
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელი სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების მონაწილე დაჭრილ მეომრებს შეხვდა. შეხვედრაზე თინა ხიდაშელმა სამხედროებისგან მათი სოციალური პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ჯარისკაცებს მათი პრობლემების მოგვარებას დაპირდა. „შეხვედრა მქონდა დაჭრილ მეომრებთან. სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები იყვნენ, როგორც აგვისტოს ომის, ასევე სამშივდობო ოპერაციების დროს დაჭრილი ჩვენი მეომრები. პირველივე დღიდან ვთქვი, რომ ჩემი ერთ-ერთი საზრუნავი ეს ადამიანები არიან, მათი სოციალური პრობლემების მოგვარება. საკითხები ბევრი აქვთ, მათ შორის მნიშვნელოვანი ნაწილი საკანონმდებლო რეგულირებას საჭიროებს. ჩვენ პირობა მივეცით, რომ ერთი თვის განმავლობაში ყველა კონოპროექტი მზად გვექნება. კონკრეტულ ინიციატივას პირველ რიგში მათთან გავივლით, თუ როგორ შეიძლება, რომ ეს საკითხები დავარეგულიროთ და შემდეგ, დიდი იმედი მაქვს, საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას. ბუნებრივია ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერაც დაგვჭირდება ძალიან კონკრეტული თემების მოგვარებაში, რომელიც ამ ადამიანებს აწუხებთ. გადაუჭრელი არაფერია. ეს ადამიანები უზარმაზარ პატივისცემას იმსახურებენ, ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა მათი საკითხები მოვაგვაროთ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე ინფორმაციით, ამ კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეების საკითხებზე თავდაცვის სამინისტროში სპეციალური დეპარტამენტის შექმნა იგეგმება. „დაგეგმილი გვაქვს ახალი დეპარტამენტის შექმნა, რომელიც სწორედ ამ საკითხებზე იქნება ორიენტირებული. ამ წუთის მდგომარეობით თავდაცვის სამინისტროში ერთი ადამიანი მუშაობდა მხოლოდ ამ თემებზე, ამ პრობლემატიკაზე. მე ორი მრჩეველი მყავს სამწუხაროდ, რომელიც ამ თემებზე იმუშავებს. მინისტრის მოადგილის პირდაპირი ვალდებულება იქნება ამ საკითხების კურირება. ვფიქრობ, უნდა არსებობდეს სპეციალური უწყება, სადაც მივა ეს ხალხი და ეცოდინებათ ვის უნდა ელაპარაკონ და ღარ იქნება დანეულობა და გაურკვევლობა“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)