22:57 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთი დღის ბოლოს გაიხსნება

„წყნეთი -ახალდაბის გზის  მონაკვეთი დღის ბოლოსთვის გაიხსნება“,-ამის შესახებ უსაფრთხოებისა  და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ჯანელიძე: ამ ეტაპისთვის ცხოველების მხრიდან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცხოველების მხრიდან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

 

ხელისუფლება დიპლომატებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალისა და სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციას აწვდის

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.

 

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია.

 

ამ ეტაპზე კლინიკებში სტიქიის შედეგად დაშავებული 6 ადამიანი რჩება

15 ივნისს 20:00 საათიდან სამედიცინო დაწესებულებებს 40-მდე დაშავებულმა მიმართა. 

 

გმირთა მოედანზე ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა

გმირთა მოედანზე  ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა.

 

ჟანა ფრისკე გარდაიცვალა

ცნობილი რუსი პოპ-მომღერალი ჟანა ფრისკე ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

 

ზოოპარკის პრესსამსახური: ყველა მომვლელს ვესაუბრეთ და არც ერთს არ უთქვამს ის, რასაც "The Guardian" აქვეყნებს

თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მზია შარაშიძე არ ადასტურებს   "The Guardian"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მომვლელები პოლიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებს გადაჭარბებულ რეაქციაში და ცხოველების არასაჭირო დაცხრილვაში ადანაშაულებენ.

 

დევნილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომლები ახალდაბის მოსახლეობას გაწმენდით სამუშაოებში დაეხმარნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილი გუშინ,   სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად,   ახალდაბაში იმყოფებოდნენ და სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდა-დასუფთავებაში ეხმარებოდნენ.

 

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ არ ვართ მარტო ამ ტრაგედიის პირისპირ

„ჩვენ არ ვართ მარტო ამ ტრაგედიის პირისპირ. ეს ტრაგედია გახდა თითოეული ადამიანის გამაერთიანებელი საქართველოში“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა  კიევის შობის  ტაძარში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

გრიბოედოვის თეატრში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

17 ივნისს, 19:00 საათზე გრიბოედოვის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.  შემოსული თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს გადაერიცხებათ.

 

18–19 ივნისს ბათუმში მე–12 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართება

18-19 ივნისს ბათუმში, სასტუმროში „ჰილტონი“, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით  ტრადიციული, მე-12 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართება.

 

პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით სამხედრო ძალების გამოყენების ბრძანებულება გამოსცა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტიქიით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანებულება გამოსცა. 

 

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო

15 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემდგომმა და ამ შემთხვევაში საბოლოო ინსტანციამ - თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რითაც სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი და დასაშვებად მიიჩნია, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება.

 

ოფიციალური კურსით, დღეს, 1 დოლარი 2.2376 ლარი ღირს

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

 

სინოპტიკოსები დღეს თბილისში ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ

“თბილისში დღეს  დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის მეორე  ნახევრიდან მოსალოდენელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით“,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“  გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ  ნინო წვერავამ განუცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics