01:16 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მაშველებმა ხევსურეთში შუახნის ქალბატონს დახმარება აღმოუჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ხევსურეთიდან, არხოტის სოფელ ახიევიდან შუახნის ქალბატონი ჩამოიყვანეს.

დღეიდან რძეზე და რძის ნაწარმზე კონტროლი მკაცრდება

დღეიდან ძალაში შედის “რძისა და რძის ნაწარმის  შესახებ” ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც  ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს  ბიზნესოპერატორის მიერ  რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.

 

შს მინისტრი შესაძლოა გიორგი მღებრიშვილი გახდეს

რეფორმირებული უწყების, შს მინისტრი შესაძლოა გიორგი მღებრიშვილი გახდეს, რომელიც ამჟამად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრია.

შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბაჩანა ფ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

 

დღეიდან „ენერგო–პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ამოქმედდა

დღეიდან „ენერგო–პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ამოქმედდა.

 

მარგველაშვილი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტის საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას არ განიხილავს

საქართველოს პრეზიდენტი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას არ განიხილავს.

 

პრემიერი: როგორც სხვა ვეტოები დავძლიეთ, ამასაც უპრობლემოდ დავძლევთ

„რა თქმა უნდა ისე როგორც სხვა ვეტოები დავძლიეთ, ამ ვეტოსაც უპრობლემოდ დავძლევთ“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების კომენტირებისას განუცხადა.

 

გიორგი მარგველაშვილი: მე ფიცი დავდე არა „ქართული ოცნების“, არამედ სახელმწიფოს წინაშე

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან ფიცი არა „ქართული ოცნების“, არამედ სახელმწიფოს წინაშე დადო.

 

შს ახალი მინისტრის დანიშვნამდე, მოვალეობას პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი შეასრულებს

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნამდე, მინისტრის მოვალეობას პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი შეასრულებს.

 

შსს დღეიდან ოფიციალურად გაიყო

„სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეიდან ოფიციალურად გაიყო.

 

მარგველაშვილი ოლიმპიადის გახსნაზე: გარკვეული პროტოკოლის დაცვა იყო საჭირო, რომელიც სამწუხაროდ, ვერ იქნა დაცული

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე მის დაუსწრებლობას პროტოკოლის დარღვევის მიზეზით ხსნის.

 

მარგველაშვილის შეფასებით, პრემიერის განცხადება, რომ "ჩვენ გვყავს ჭეშმარიტად ნაციონალური პრეზიდენტი" ნაჩქარევი და ემოციურია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის მიერ ლევან ბობოხიძის ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომ "ჩვენ გვყავს ჭეშმარიტად ნაციონალური პრეზიდენტი", ნაჩქარევი და ემოციურია.

 

მარგველაშვილი: თუ საზოგადოებას დააჯერებენ, რომ პრეზიდენტი „ნაციონალებთან“ შეკრულია, ამით „ნაციონალურ მოძრაობას“ გააძლიერებენ

„თუ საზოგადოებას დააჯერებენ, რომ პრეზიდენტი „ნაციონალებთან“ შეკრულია, ამით „ნაციონალურ მოძრაობას გააძლიერებენ“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მაესტროს „ცხრიანში“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან   მის მიმართ  გამოთქმული კრიტიკის შეფასებისას განაცხადა.

 

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს „INL“-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ
ირაკლი ღარიბაშვილი: იანუკოვიჩი ამოიღეს ინტერპოლის ძებნილთა სიიდან
ღარიბაშვილი "რუსთავი 2“-ის კონცერტებთან დაკავშირებულ შეფერხებაზე: ვერ დავიჯერებ, რომ ეს იყო დაგეგმილი სცენარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics