08:43 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობები და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

გიორგი კვირიკაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

გიორგი კვირიკაშვილი პეტრო პოროშენკოს შეხვდა

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  უკრაინის პრეზიდენტთან  პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრა გამართა.

ლევან ვასაძე: ჩვენი შვილები საუკეთესო შემთხვევაში იქნებიან ოფიციანტები, ღმერთმა დაიფაროს

ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ''ქრონიკის'' ეთერში საქართველოში განათლების პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ''თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი შვილები საუკეთესო შემთხვევაში იქნებიან ოფიციანტები,''

მაკკეინი: პუტინი განაგრძობს საქართველოს ოკუპაციას და აძლიერებს გავლენას საქართველოს ტერიტორიაზე

''პუტინი განაგრძობს საქართველოს ოკუპაციას და აძლიერებს გავლენას საქართველოს ტერიტორიაზე'' - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა განაცხადა.

სააკაშვილი: დღეს მთავრობა ერთი ფეოდალისა და გაზპრომის აქციონერის ინტერესებს ატარებს

''დღეს მთავრობა ერთი ფეოდალისა და გაზპრომის აქციონერის ინტერესებს ატარებს'' - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსთვი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მარტინ შულცი: რუსეთის ხელისუფლების მიზანი ევროკავშირის შიგნიდან გახლეჩვაა

''რუსეთის ხელისუფლების მიზანი ევროკავშირის შიგნიდან გახლეჩვაა'' - ამის შესახებ მიუნხენში კონფერენციაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს ერნა სოლბერგს შეხვდა

საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა.

 

შემოსავლების სამსახურმა კუთვნილ სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მკაცრი კონტროლი დააწესა

შემოსავლების სამსახურმა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კუთვნილ სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მკაცრი კონტროლი დააწესა.

 

კერი: სირიაში ვითარება არ გაუმჯობესდება, თუ ბაშარ ასადი პოსტს არ დატოვებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სირიაში ვითარების გაუმჯობესებას იქამდე გამორიცხავს, სანამ ბაშარ ასადი პოსტს არ დატოვებს, - ამის შესახებ ჯონ კერიმ „Orient News“-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

ჯონ კერი: მიუნხენში მიღწეული შეთანხმებების ჩაშლის შემთხვევაში, სირიაში შესაძლოა, დამატებითი სამხედრო ძალები შევიდნენ

მიუნხენში მიღწეული შეთანხმებების ჩაშლის შემთხვევაში, სირიაში შესაძლოა სხვა ქვეყნებიდან დამატებითი სამხედრო ძალები შევიდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა ჯონ კერიმ ერთ-ერთ არაბულ ტელეკომპანიასთან საუბრისას განაცხადა.

 

ზუგიდიდს გამგეობის სოციალურმა კომისიამ სტიქიით დაზარალებული ოჯახების განცხადებების შესწავლა დაასრულა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურმა კომისიამ ბენეფიციარების განცხადებების გადამოწმების პროცესი დღეს დაასრულა.

 

საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის განჩინებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 12 თებერვალს გამართული წმინდა სინოდის სხდომის განჩინებას ავრცელებს.

 

ზუგდიდის გამგეობაში თხილის მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ტრენინგი გაიმართა

ზუგდიდის გამგეობაში გავრცელებული თხილის მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ჩასატარებელი ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ფერმერების ინფორმირებისთის ტრენინგი გაიმართა.

 

მედვედევი: ნატო-რუსეთის ურთიერთობა "ცივი ომის" პერიოდს დაუბრუნდა

„ნატო-რუსეთის ურთიერთობა "ცივი ომის" პერიოდს დაუბრუნდა, ერთიანი ევროპა კი აღარ არსებობს“, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

სტოლტენბერგმა რუსეთს სამხედრო წვრთნების გეგმის გამოქვეყნებისკენ მოუწოდა

„მოვუწოდებ რუსეთს სამხედროწვრთნების გეგმები ინტერნეტში გამოაქვეყნოს“, - ამის შეახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენში ჩატარებულ უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics