ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს საკრებულოს სხდომაზე დღეს განიხილავენ. ცვლილებები კომუნალურ ვაუჩერებს შეეხება და გამოყოფილი 45 მილიონი ლარის 13 მილიონზე მეტით შემცირებას გულისხმობს.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ალირეზა მ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გერმანიაში ვიზიტი შეაჯამა და აღნისნა, რომ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ გერმანია საქართველოს განვითარების, ასევე მისი ევროინტეგრაციის მხარდამჭერია.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პროკურატურას მოუწოდებს საგარეჯოს შუალედური არჩევნების საქმე ეფექტურად გამოიძიოს, რათა ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს.
ტყიბულში შპს ''საქნახშირი"-ს ადმინისტრაციის შენობა აქციის ყველა მონაწილემ დატოვა. მაღაროელებმა შენობა მშვიდობიანად დატოვეს და ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ტყიბულში ''საქნახშირის'' ადმინისტრაციის შენობაში, მეშახტეების შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
საია თავმჯდომარე ''ექსპრესნიუსთან'' საუბარში აცხადებს, რომ ტყიბულში სიტუაცია დაიძაბა. მისი თქმით ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და არიან ნაცემებიც.
ელისო ჩაფიძე ტყიბულში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აქციის მონაწილეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დაუშვებელია კერძო მფლობელობაში გადაცემულ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა.
173 ხმით 71-ის წინააღმდეგ იტალიის სენატმა ერთი და იმავე სქესის ადამიანებს, ასევე ჰეტეროსექსუალ წყვილებს შორის სამოქალაქო პარტნიორობას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ''ბიბისი'' ავრცელებს.
ფონტების ინჟინერიის კურსები, კონკურსი „ქართული ა“, ლექსიკონების გაციფრულება, Microsoft-ის სათარგმნი პლატფორმა და ლექსიკოგრაფიის კონგრესი - მიმდინარე ინიციატივების გასაცნობად პროექტი #წერექართულად მედიას და დაინტერესებულ საზოგადოებას ტექნოპარკმა უმასპინძლა
სოფელ მანდაეთში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის ძმის, იუზა გოგოლაძის თქმით, მისი და პენსიის გამო მოკლეს.
თიბისი არტ გალერეაში გამოფენა „ჩემის სახლი" გაიხსნა.
"საქართველოს ბანკი" MasterCard-თან ერთად გადახდის ინოვაციურ მეთოდს ნერგავს.
„ჰუმანითი ჯორჯიას“ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსვლას საზოგადოების მხრიდან განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More