ჯანელიძე: დღეს კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარება
მივესალმებით ევროკომისიის მიერ ამ საკანონმდებლო პროცესის ინიცირებას, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროკომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე გაკეთებულ საკანონმდებლო ინიციატივას.