საქართველოს ბანკის ჰოლდინგში შემავალი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ფარმაცევტული კომპანია „ჯიპისის“ 100 %-იან წილს ყიდულობს. გარიგების ღირებულება 14 მილიონი დოლარია. გამოითქვა მოსაზრებები, რომ ეს გარიგება საქართველოს ბანკის ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლას ნიშნავს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ბანკებს ოფიციალურად აეკრძალათ არაპროფილური აქტივების ფლობა. აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით ინტერესი დიდია ასევე იმ თვალსაზრისით, თუ რა ზეგავლენას მოახდენს იგი მედიკამენტების ფასებზე.