Stadler Bssnang AG-ის დამფუძნებელმა/გენერალურმა დირექტორმა პიტერ შპულერიმ და საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ ორსართულიანი მატარებლების შესყიდვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მასუდ აჰმედს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მიხაილ კოსტარიკოსს შეხვდა, რომელიც თბილისში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება.
26 მაისს დაბადებულ ახალშობილებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაბეჭდილი დაბადების მოწმობები გადაეცემათ.
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი მაისისათვის 14.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 156.4 მილიონი ლარით ანუ 1.1 პროცენტით მეტია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 5.2 პროცენტით მეტი).
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More