|
2016-05-25 16:46:50, 1147 ნახვა
რეგიონი
ნუგზარ სურმანიძე სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, ნუგზარ სურმანიძემ სტუდენტებს რეგიონის ჯანდაცვის სისტემა გააცნო და ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების საკითხს. „მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობა. სამედიცინო დაწესებულებას ექნება საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსი, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიარონ სამედიცინო პრაქტიკა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გაფორმდება მემორანდუმი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის“, - განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ. შეხვედრაზე მინისტრმა სტუდენტებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის უკეთ გაცნობის მიზნით უწყებაში ვიზიტი შესთავაზა. „ჩვენ შევთავაზეთ სტუდენტებს მობრძანდნენ სამინისტროში, მივიღებთ ცალკეულ დეპარტამენტებში და გავაცნობთ სამინისტროს საქმიანობას, მათ ამით უფრო მეტი წარმოდგენა ექნებათ რეგიონის ჯანდაცვის სფეროზე“, - აღნიშნა მინისტრმა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში მინისტრმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)