09:22 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მიხეილ ჯანელიძე ლიხტენშტაინსა და ბრიუსელს ეწვევა

22-23 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ლიხტენშტაინის სამთავრობოსა და ბრიუსელს ეწვევა.

 

ბაქრაძე: ვიმედოვნებ, LIBE-ს კომიტეტში ივლისში, ან სექტემბრის დასაწყისში, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო კენჭისყრა ჩატარდება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ  საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით  ევროპარლამენტის კომიტეტი ივლისის თვეში ან სექტემბრის  დასაწყისში საბოლოო კენჭისყრას ჩაატარებს.

 

თომას მელია: მოხარული ვართ, რომ პრემიერმა სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა, საარჩევნო პერიოდში პოლიტიკაში ჩართვისგან თავი შეიკავონ

მოხარული ვართ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომლითაც მან სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა, საარჩევნო პერიოდში პოლიტიკაში ჩართულობისგან თავი შეიკავონ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თომას მელიამ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

ბრიჯიტ ბრინკი: მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ძალადობისგან და დაშინებისგან თავისუფალი

„მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ძალადობისგან და დაშინებისგან თავისუფალი“, - ამის შესახებ  ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის  თანაშემწის მოადგილე  ბრიჯიტ ბრინკმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

ზალკალიანი: როგორც ჩვენი, ისე ამერიკული მხარის სურვილია, რომ მომავალი არჩევნები სამაგალითო იყოს

როგორც ჩვენი, ისე ამერიკული მხარის სურვილია, რომ მომავალი არჩევნები იყოს სამაგალითო, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიული წინსვლის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

თბილისში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის რიგით შეხვედრა გაიმართა

თბილისში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების  სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-9 შეხვედრა გაიმართა.

 

პარლამენტი დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აირჩევს

საქართველოს პარლამენტი დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აირჩევს.

 

1 დოლარი 2.2128 ლარი ღირს
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტის კომიტეტში 27 ივნისს ჩაინიშნა
გივი თარგამაძე: "ქართულმა ოცნებამ" დანაშაულებრივ სამყაროსთან კონტრაქტი განაახლა
გივი თარგამაძე: კანონიერი ქურდებისგან გაიცა ოპოზიციის წევრების ცემის დავალება
22 ივნისის სპეციალური ანონსი
თავდაცვის მინისტრმა ვარშავაში ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკაზე ბოლო დისკუსია გამართა
თავდაცვის მინისტრმა ვარშავაში გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
„სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ბიზნესის მხარდამჭერი ცვლილება შედის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლკოვნიკ მალხაზ მერლანის საჯარო ლექცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics