გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიისა და კრენფილდის უნივერსიტეტის ორგანიზებული კურსი „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ დასრულდა.
„ვერ გეტყვით, თუ რა ტაქტიკური სვლაარუსული დელეგაციის მხრიდან, ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა ეუთოს სესიის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები უფრო ღრმა და ფართო ხდება“,-ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარის ფედერიკა მოგერინის განცხადებაშია აღნიშნული.
სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი კიდევ 11 პირი დააკავეს, რომელთა შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან.
საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტით მინდა ავამაღლო იმედი და მშვიდობა, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგების დროს განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტს შეხვდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალებზე მდებარე კვების ობიექტებში, სადაც ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მომხმარებლის რაოდენობა საკმაოდ მაღალია, შემოწმების პროცესს აქტიურად ახორციელებს.
ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ზემო ფონიჭალაში კიდევ ერთი ახალი სკვერი გაკეთდება“,-ამის შესახებ ადგილობრივ მცხოვრებლებს კრწანისის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა განუცხადა.
„ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი ახორციელებს“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანიმა ასოცირების სრულად ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოსა და მოლდოვას ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედებას ულოცავს.
საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ „ევროპულ სახლში“ გადავიდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ოთარ კახიძის თქმით, ახმედ ჩატაევის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა მაშინდელ მთავარ პროკურორს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ეკისრება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More