21:12 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ჯონ კერი საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს ეწვია.

პაპიძეს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის მიმართვა მხოლოდ 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ შეუძლია

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უფლება აქვს, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს, ხოლო პატიმრობიდან 20 წლის გასვლის შემდეგ, ვადაზე ადრე გათავისუფლება მოითხოვოს, - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ეკატერინე გამბრიჩიძემ ბრალდებულს განუმარტა.

ზუგდიდში მცხოვრებ 320 დევნილ ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივ თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად   ზუგდიდში,  წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 

არჩილ ხაბაძე: ჩვენი მმართველობის პერიოდში რეგიონმა ყველა მიმართულებით ფუნდამენტური წინსვლა განიცადა

ჩვენი მმართველობის პერიოდში რეგიონმა ყველა მიმართულებით ფუნდამენტური წინსვლა განიცხადა, - ამის შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ზაზა გაბუნიასთან ერთად, ნაძალადევის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ადენში ორმაგი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი გარდაიცვალა

იემენის ქალაქ ადენში ორმაგი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

სოხუმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება დროებით შეუწყდა

აფხახეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაპშბას უფლებამოსილების შეჩერების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, - ამის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

მაგდა პაპიძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

მამა-შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ მაგდა პაპიძეს  სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

სოხუმში ოპოზიციამ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმით აღება სცადა

სოხუმში ოპოზიციამ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმით აღება სცადა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზიი" იუწყება. 

მედია საშუალების იფნრომაციით, ასობით დემონსტრანტი ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაპშბას გადადგომას ითხოვს.

ეკოტურისტული მარშრუტებისთვის გიდების გადამზადება გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აგრძელებს გიდების გადამზადებას აჭარის ეკოტურისტული მარშრუტების მიმართულებით. 

მაგდა პაპიძე: მივმართავ პრეზიდენტს, გასცეს ბრძანება, რომ ცოცხალი არ დამტოვოს

„არ მაქვს პრეტენზია  სიცოცხლის, არც უვადო პატიმრობაზე, მე თვითონ დავჯდები „დენის სკამზე, ისე რომ გული არ ამიჩქარდება“,-ამის შესახებ შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

 

ბაღდადში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 250-მდე გაიზარდა

ბაღდადში 3 ივლისს მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვმა 250-ს მიაღწია, - ამის შესახებ CBC ერაყის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. 

ბექა მიქაუტაძემ ქართული სიმღერის ფესტივალ „აი ია“-ს გამარჯვებულები დააჯილდოვა

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ სიმღერის ფესტივალ„აი ია“-ს გამარჯვებული ბავშვები საპატიო დიპლომებითა და სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვა. 

აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით დევნილი ბავშვები დასასვენებლად ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის საერთაშორისო ფონდ „FINSOL-ის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ.

 

არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა (ვიდეო)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე  თანამდებობას  დღეს დატოვებს.   

კახა კახიშვილმა მუსლიმ პატიმრებს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მუსლიმ მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics