20:09 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 13:07:00, 651 ნახვა

პოლიტიკა
ჯონ კერი საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ს დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობისა და აქტიური თანამშრომლობის.

„დარწმუნებული ვარ ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული ვიზიტი და შეხვედრა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის და ჩვენ დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თქმით საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ყოველწლიურად ღრმავდება ყველა იმ მიმართულებით, რომელსაც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სახელმწიფო მდივანს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ექნება, რის შემდეგაც გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ის სახელწმიფო მდივანი ჯონ კერი უხელმძღვანელებენ. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ქვეყნის პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics