05:53 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
სოსო ცინცაძე: რაც უფრო მეტი რუსი დეპუტატი ჩამოვა საქართველოში - მით უკეთესი

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე საქართველოში ორი რუსი დუმის დეპუტატის იგორ მოროზოვისა და ვლადიმერ სიმაგინის ვიზიტს ეხმხაურება.

 

ზეწოლის შესახებ პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარი მიხეილ თათარაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

 

„აჭარის დღეები“-ს ფარგლებში რეგიონის რეკლამირება გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით სამიზნე ქვეყნებში პიარ კამპანების წარმოებას აგრძელებს.

 

შეღავათიანი მგზავრობის პლასტიკური ბარათების გამცემი სერვისცენტრი 29 ივლისს არ იმუშავებს

შეღავათიანი მგზავრობის პლასტიკური ბარათების გამცემი სერვისცენტრი, ვაჟა–ფშაველას გამზირი №99–დან ახალ მისამართზე გადასვლასთან დაკავშირებით, 29 ივლისს არ იმუშავებს.

 

ოთარ დანელიამ „ამბასადორიალი 2016“-ის მონაწილეებს აგრარულ დარგში მიღწეული შედეგები გააცნო

„ამბასადორიალი 2016“ -ის ფარგლებში, საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში, ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე სამუშაო სესია გაიმართა.

 

წულუკიანი: ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ ვერცერთი მოსამართლის განცხადება, სად და ვის მიერ ხორციელდება ე.წ. ზეწოლები

„ჩვენ ჯერჯერობით  ვერცერთი მოსამართლის განცხადება ვერ მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის, სად და ვის მიერ ხორციელდება ე.წ. ზეწოლები“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

 

წულუკიანი: „ქართული ოცნება“ ის პარტიაა, რომელმაც 4 წლის განმავლობაში ქვეყანა მშვიდობის პირობებში ამყოფა
წულუკიანი: პრემიერს პაპუაშვილისგან კონკრეტული ინფორმაცია არ მიუღია

„ჩემთვის ერთადერთი რამ არის ცნობილი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს კონკრეტული ინფორმაცია არ მიუღია“,-ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის  პრემიერთან შეხვედრის თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

საფრანგეთის პროკურატურამ ეკლესიაზე თავდამსხმელი მეორე პირის ვინაობა დაადგინა
ჯეჯელავა: გუშინდელ შეკრებას არანაირი კავშირი სამთავრობო ცვლილებებთან არ ჰქონია

„გუშინდელ შეკრებას და არცერთ შეხვედარს ჩემი მონაწილეობით, არანაირი კავშირი სამთავრობო ცვლილებებთან არ ჰქონია“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ჯეჯელავა უსუფაშვილის ინიციატივაზე: რაღაც პარალელური სტრუქტურა რატომ უნდა შეიქმნას?!

მე როგორც ვიცი არსებობს უწყებათაშორისი კომისია, რომელიც წინასაარჩევნო პროცესების გამჭვირვალედ ჩატარებას ემხრობ“, - ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმადაც უნდა შეიქმნას სამუშაო შეხვედრების ფორმატი, რომელზეც მსჯელობა პოლიტიკურ თავისუფლებასა და ინტიტუტების თავისუფალ მუშაობაზე იქნება. 

სარეცხი ფხვნილების კუსტარული წესით დამზადებისათვის სამი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სარეცხი ფხვნილების PERSIL-ისა და ARIEL-ის კუსტარული წესით დამზადებისათვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

 

ჯეჯელავა: როდესაც რამე დარღვევაა, პროკურატურაში ყველა უნდა მივიდეს, პაპუაშვილიც და სხვა ნებისმიერიც

„როდესაც რამე დარღვევაა, პროკურატურაში ყველა უნდა მივიდეს, პაპუაშვილიც  და სხვა ნებისმიერიც“,-ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების  შემდეგ ჟურნალისტებს  განუცხადა.

 

ჯეჯელავა: წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, NDI-ის საიმედოობაზე კარგი შეხედულება არ მაქვს

„კვლევის საიმედოობაზე სამწუხაროდ, არ მაქვს ძალიან კარგი შეხედულება, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ NDI- ის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ქვეყნის მოსახლეობის  32% ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.

 

„ბოკო ჰარამის” მებრძოლებმა ბოლო 6 თვის განმავლობაში თვითმკვლელ-ტერორისტებად 50 ბავშვი აქციეს

ნიგერიაში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფების „ბოკო ჰარამის” მებრძოლებმა ბოლო 6 თვის განმავლობაში 50 ბავშვი თვითმკვლელ-ტერორისტებად აქციეს, - ამის შესახებ BBC გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეზე ჰუმანიტარულ საკითხებში სტივენ ობრაიენზე დაყრდნობით იუწყება. 

 

თურქეთის ხელისუფლებამ ათობით მედიასაშუალების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

თურქეთის ხელისუფლებამ ათობით მედიასაშუალების დახურვის გადაწყვეტილება მიღო, - ამის შესახებ BBC თურქულ მედია საშუალებაზე დაყრდნობით იუწყება.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics