|
2016-07-28 12:13:49, 1707 ნახვა
მსოფლიო
„ბოკო ჰარამის” მებრძოლებმა ბოლო 6 თვის განმავლობაში თვითმკვლელ-ტერორისტებად 50 ბავშვი აქციეს
ნიგერიაში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფების „ბოკო ჰარამის” მებრძოლებმა ბოლო 6 თვის განმავლობაში 50 ბავშვი თვითმკვლელ-ტერორისტებად აქციეს, - ამის შესახებ BBC გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეზე ჰუმანიტარულ საკითხებში სტივენ ობრაიენზე დაყრდნობით იუწყება. ობრაიანის განცხადებით, თვითმკვლელმა ბავშვებმა ტერაქტები 4 აფრიკული ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს. გაერო-ს შეფასებით, “ბოკო ჰარამის” ქმედებების გამო ჰუმანიტარულ დახმარებას 9 მილიონი ადამიანი საჭიროებს, აქედან 7 მილიონი ნიგერიელია. მათივე ინფორმაციით, 2,8 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა, 5,2 მილიონი კი საკვები პროდუქტების უკმარისობას განიცდის. ნიგერიის ბორნოს შტატში, რომელსაც ადრე “ბოკო ჰარამი” აკონტროლებდა, 250 ათასს ბავშვს შიმშილის გამო სიკვდილი ემუქრება. ობრაიენის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე ამ ბავშვებიდან ყოველი მეხუთე შესაძლოა, დაიღუპოს, თუ დროულ დახმარებას არ მიიღებს. როგორც გაერო-ში აცხადებენ, ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლა არასაკმარისი დაფინანსების გამო, არასაკმარისად ეფექტიანად მიმდინარეობს. ცნობისთვის, “ბოკო ჰარამი” შეიარაღებულ თავდასხმებს 2009 წლიდან ახორციელებს. 2015 წლის მარტში დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)