|
2016-07-28 13:10:14, 372 ნახვა
წულუკიანი: „ქართული ოცნება“ ის პარტიაა, რომელმაც 4 წლის განმავლობაში ქვეყანა მშვიდობის პირობებში ამყოფა
„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზოგიერთი ოპონენტებისთვის, „ქართული ოცნება“ არის რესურსის მქონე პარტია“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ის პარტიაა, რომელმაც საქართველოს რეგიონული და მსოფლიო კონტექსტის მიუხედავად განვითარების გზაზე ამყოფა. „რაც უნდა ზოგიერთი ოპონენტისთვის გასაკვირი იყოს, „ქართული ოცნება“ არის რესურსის მქონე პარტია, რომელმაც 4 წლის განმავლობაში ოკუპირებული ქვეყანა სტაბილურობის და მშვიდობის პირობებში ამყოფა. ეს არის პარტია, რომელმაც საქართველო იმ რეგიონული და მსოფლიო კონტექსტის მიუხედავად განვითარების გზაზე ამყოფა და ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად განვითარების სწორ, პროგრესის გზაზე შეაყენა. ძალიან ბევრი რამ გააკეთა და მე პირდაპირ ვიტყვი, „ქართული ოცნება“ არის პარტია, რომლის მთავრობამაც, თუ მთავრობებმა სხვადასხვა შემადგენლობით, 4 წლის განმავლობაში გააკეთა უფრო მეტი, ვიდრე ერთად აღებულმა არაერთმა მთავრობამ წარსულში. ეს გახლავთ რესურსიანი ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური მმართველი პარტია. ამიტომაც, თუ კი, რომელიმე მინისტრი, იქნება „რესპუბლიკური“ პარტიიდან, იქნება უპარტიო მინისტრი, როგორიც მე გახლავართ, იქნებოდა შეცვლილი, რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას, როგორც რესურსიან პარტიას ექნება იმის საშუალება, რომ არანაკლებ კონკურენტული კადრი დაასახელოს შემცვლელად“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)