დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 13 ავტომანქანა, 5 კვატროციკლი და 2 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 13 ავტომანქანა, 5 კვატროციკლი და 2 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ.