|
2016-09-13 13:01:14, 906 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ჯერ კიდევ მინდა მჯეროდეს, რომ ივანიშვილი არასწორად მიწოდებული ფაქტების მსხვერპლია
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მედიასაშუალების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება. უსუფაშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი არასწორად მიწოდებული ფაქტების მსხვერპლია და თავად სიცრუის ტირაჟირებას არ ახდენს. უსუფაშვილის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცი, რომ საკონსტიტუციო კომისიას თითი თითზე არ დაუდია. დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო კომისიამ საკმაოდ ეფექტურად იმუშავა, ძირითადად, „რესპუბლიკელების“ წინადადებების ხარჯზე. უსუფაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე საკონსტიტუციო საკითხები გვერდზე გადადო. „ჯერ კიდევ მინდა მჯეროდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არასწორად მიწოდებული ფაქტების მსხვერპლია და თავად არ ახდენს სიცრუის ტირაჟირებას. ივანიშვილის სიტყვები უფასურდება იმ ტიპის არასწორი ფაქტების ტირაჟირებით რაც გუშინ მოვისმინეთ. თურმე, ჩვენ თითი თითზე არ დაგვიდია და ჩვენი ბრალია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. თუ ვერაფერს მომიძებნით ნაკლს, ესეც მითხარით. საკონსტიტუციო კომისიამ ეფექტურად იმუშავა, ძირითადად, „რესპუბლიკელების“ წინადადებებით. სამუშაო სხდომაზე დასწრების სია ნახეთ - ვინ დადიოდა და ვინ არა. სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადებს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“. მათ გვერდზე გადადეს საკონსტიტუციო საკითხები. მე ძალიან აქტიურად ვმუშაობდი“, - განაცხადა უსუფაშვილმა. მან ჟურნალისტებს აჩვენა დოკუმენტი, სადაც პოლიტსაბჭოსთვის სასწრაფოდ განსახილველად შეთავაზებული საკითხებია ჩამოთვლილი. „ქართული ოცნების“ რეაქცია განსახილველ საკითხებზე ნოლი იყო. სირცხვილია ბატონო ბიძინა. არ მინდა, რომ ქართველი ხალხი უავტორიტეტო ლიდერების ამარა დარჩეს“, - აღნიშნა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, „რესპუბლიკელების“ მყარი პოზიცია იყო, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით არჩეული ყოფილიყო. „თურმე ჩვენი ბრალია, რომ გიორგი მარგველაშვილი პირდაპირი წესით არის არჩეული. 2013 წელს ერთხელ ვახტანგ ხმალაძემ თქვა, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას უჭერს მხარს და ამაზე „ქართულ ოცნებაში“ ერთი ამბავი ატყდა და ახლა „რესპუბლიკელებს“ ბრალდება, რომ მარგველაშვილი პირდაპირი წესითაა არჩეული. თუ ვინმე კიდევ გაავრცელოს ასეთი ცრუ ინფორმაცია, იძულებული ვიქნები დოკუმენტურად დაწერილი განახოთ. მე ჩემი სიტყვების ფასი ვიცი“, - განაცხადა უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხებთან ივანიშვილთან პირადი საუბრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ჭორაობა არ სურს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)