კვირიკაშვილი: არჩევნების მეორე დღიდანვე, ძალიან მაღალი ტემპით გაგრძელდება ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმა
არჩევნების მეორე დღიდანვე ძალიან მაღალი ტემპით გაგრძელდება ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმა, რომელიც დაწყებულია; სისწრაფე აუცილებელია, იმისათვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს რეგიონული უპირატესობები და კონკურენტუნარიანობა, რომელიც მას გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წნორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.