|
2016-09-24 16:10:20, 1035 ნახვა
რეგიონი
კურორტ „გოდერძის" განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა დასრულდა
კურორტ „გოდერძის" განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა დასრულდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კურორტის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარუდგინა. დოკუმენტის პრეზენტაციას დაინტერესებული ინვესტორები და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტზე საერთაშორისო და ქართულმა ორგანიზაციებმა იმუშავეს. სტრატეგიის მიხედვით კურორტი 4 სეზონზე გათვლილი დასასვენებელი ადგილი გახდება აჭარაში. კურორტის განვითარების არეალი - 633.45 ჰა მოიცავს. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით"გოდერძი" ერთდროულად 7 000 დამსვენებელის მიღებას შეძლებს. განაშენიანების რეგულირების გეგმით კურორტზე დასასვენებელი, სპორტული და სარეკრაციო ადგილები განისაზღვრა. დოკუმენტი ასევე კურორტზე განსათავსებელი ობიექტების ქალაქმშენებლობით პარამეტრებს, ობიექტების გაბარიტებსა და სიმაღლეს მოიცავს. განაშენიანების გეგმაში ასევე გაწერილია შენობების ადგილი, მათი ფუნქციური დანიშნულება, შიდა გზების კონტური, საინჟინრო-კომუნლაური ინფრასტრუქტურის სქემა. ახალი რეგულირეგის გეგმით კურორტის არსებულ 2 საბაგირო გზას კიდევ 4 დაემატება, მოეწყობა ასევე ახალი სათხილამურო ტრასები. კურორტის 2017 წლის ბიუჯეტით უკვე განსაზღვრულია ცენტრალური გზიდან კურორტამდე მისასვლელი 500 მეტრი გზისა და შიდა საკურორტო 1 750 მეტრი გზის კეთილმოწყობა.აღნიშნული პროექტები დაახლოებით 4 მლნ. ლარით დაფინანსდება. ,,ჩვენმა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამართა პრეზენტაცია კურორტ გოდერძის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. სულ მალე ჩვენ ვიხილავთ საერთაშორისო დონის კურორტს. დღეს განვიხილეთ პროექტები, ვისაუბრეთ მათ მნიშვნელობაზე. წარდგენილია ახალი სასტუმრს მშენებლობის კონკრეტული გეგმები, ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარების, გაზიფიკაციის, ზოგადად ტერიტორიის კეთილმოწყობის გეგმებიც. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონის ეკონომიკის გაძლიერებას და მთაში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს. კურორტი „გოდერძი" საერთაშორისო დონის კურორტი გახდება,რომელიც აქტუალური იქნება წლის ოთხივე სეზონზე", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. კურორტ გოდერძის განვითარების სტრატეგიის მიზანია: კომპლექსურად განვითარებული კურორტი. გააზრებული, პრაქტიკულად განხორციელებადი გეგმით; რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება; ინვესტიციების მოზიდვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნა; აჭარაში ტურისტული სეზონის გახანგრძლივება; მაღალმთიან რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნა.
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)