11:08 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საუკეთესო ფრანშიზას ტიტული მოიპოვა

„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ „ვენდის“ ყოველწლიურ გლობალურ კონვენციაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება და საუკეთესო რესტორნების ქსელის ტუტული (Best Franchsie Operations)  მიიღო.

USAID-ის პროექტ ზრდა-ს და თეგეტა მოტორსის თანამშრომლობა რეგიონების ეკონოკიმიკური განვითარების მხადასაჭერად

USAID-ის პროექტ ზრდა-ს ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა და თეგეტა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა თემუს კოხოძემ გააფორმეს მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.  

15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით, პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა, ბიომეტრიული პასპორტი კი, 50 ლარი ეღირება

15 დეკემბრიდან  9 იანვრის ჩათვლით, პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი 100 ლარის ნაცვლად 50  ეღირება. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

საპატრიარქო - დედები, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ, სინანულის გამოსახატად ტაძარს ააგებენ

დედები, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ, სინანულის გამოსახატად ტაძარს ააგებენ, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზეა განთავსებული.

კობახიძე: კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა შედგება

პარლამენტში კომიტეტის თავმჯომარეები და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადგილობრივ და საერთშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

თურქეთის ელჩი: საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ძალიან ამბიციურ პროექტებს გეგმავს

„საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის კვალიფიციური ხელმძღვანელობით, ძალიან ამბიციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე გეგმავს, რომლებიც შემდეგ 4 წელიწადში განხორციელდება; ჩვენ არა მხოლოდ დიდად ვაფასებთ ამას, არამედ მზად ვართ, ყოველმხრივ მხარდაჭერა გაგიწიოთ ამ წამოწყებებში, როგორც სახელისუფლებლო, ისე კორპორატიულ დონეზე“, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ ქვესადგური „მარნეული 500“-ის მშენებლობის დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების შედეგად, საქართველოს პრეზიდენტი ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ვეღარ წარადგენს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ბანკის  ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტი ვეღარ დანიშნავს, თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წამოვიდა.

 

კობახიძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რისი თქმის უფლება აქვთ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის დადგენილება საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მუშაობას ითვალისწინებს.

ვიქტორ დოლიძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) წარმომადგენელს ლაილა ომარ გადს შეხვდა.

ბრიტანეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს

დიდი ბრიტანეთის პოლიციის ანტიტერორისტული დანაყოფის თანამშრომლებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 6 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

სტამბოლში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, სტადიონთან განხროციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Anadolu ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იუწყება.

იან ვან ბილსენი: ვალუტის ცვალებადობის მიზეზები გარე ფაქტორებიდან მომდინარეობს

IFC-ის რეგიონული მენეჯერის სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენის განცხადებით,  საქართველოში ეროვნული  ვალუტის გაუფასურება გარე ფაქტორებიდან მომდინარეობს.

კალაძე: როგორც ვიცი, საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება ჩართული.

პრემიერი: ქვესადგურ „მარნეული 500"-ის მშენებლობის დასრულება ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური „მარნეული 500", რომელიც თბილისის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, დასრულებულია, - პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ", „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის" ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

ვახტანგ ყოლბაია: ჩვენ მივიღეთ რუსეთის მიერ განხორციელებული აფხაზეთის ტერიტორიის სრული ანექსია

რა მივიღეთ ახლარუსეთის მიერ განხორციელებული აფხაზეთის ტერიტორიის ანუ ქართული მიწების სრული ანექსია და ამავე დროსაფხაზების ხელითვე მიღწეული  და მათ მიერვე გამოცხადებული თვითანექსიაეს გახლავთ მწარე სიმართლერომლის აღიარებაც აფხაზებს არ სურთ.

 

საბურთალოს რაიონის გამგეობამ სათბობი შეშა 210 ოჯახს დაურიგა

სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახებისათვის სათბობი შეშის დარიგება საბურთალოს რაიონში დასრულებულია.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics