|
2016-12-12 14:10:55, 2083 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რისი თქმის უფლება აქვთ
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის დადგენილება საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მუშაობას ითვალისწინებს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის წარდგენას ელოდება. „ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის წარდგინებას. რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიის ე.წ. ლეგიტიმაციას, ეს სიტყვა საერთოდ რა კავშირშია საკონსტიტუციო კომისიასთან, არ მესმის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამასთან, კობახიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასება, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შექმნისას ვიწრო პოლიტიკური ხედვით იხელმძღვანელა, არასწორი და არაკორექტულია. “პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რისი თქმის უფლება აქვთ მათ”, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)