|
2016-12-12 14:46:11, 1745 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა შედგება
პარლამენტში კომიტეტის თავმჯომარეები და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადგილობრივ და საერთშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. პარლამენტის წევრებმა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები მოისმინეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საუბარი საკონსტიტუციო კომისიასაც შეეხო. მისივე თქმით, ყველა საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციასთან, შედგება მჭიდრო თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან. „არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო კონკრეტული ინიციატივები და ჩვენ შევჯერდით შემდგომი თანამშრომლობის ფორმატზე. თანამშრომლობა გაგრძელდება ისეთ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებასთან, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ბევრი კონკრეტული საკითხი განვიხილეთ. საკონსტიტუციო კომისიაზეც იყო საუბარი. ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ ფორმატი, რომელიც დაფუძნდება საქართველოს პარლამენტის მიერ, ვისაუბრეთ თანამშრომლობის ზოგად ჩარჩოებზე და ასევე საკითხებზე, რაზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება კომისიამ, მათ შორის საარჩევნო საკითხები, რომელიც ხასიათდება განსაკუთრებული მგრძნობიარობით, ყველა საკითხზე რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციასთან, შედგება მჭიდრო თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)