ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა მოხეს საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლისა და კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს ოფიციალურად მიმართა.
გუშინ, ოპერაში გამართულ დაჯილდოებაზე „წლის საუკეთესო“, წლის წარმატებულ და საუკეთესო გამომგონებლად დემირელის სახელობის კოლეჯის მოსწავლე კარლო ხუციშვილი დასახელდა.
მერია ელექტრომობილი ტაქსებისთვის სპეციალური პარკირების ადგილების გამოყოფას იწყებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის" 2017 წლის საყოფაცხოვრებო ტარიფი მრიცხველიანი და უმრიცხველო აბონენტებისთვის უცვლელი დარჩა, კომერციული ობიექტებისთვის კი ერთნახევარი თეთრით გაიზარდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკ-მა დრევანდელ სხდომაზე მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და ა(ა)იპ "კრეატივ ბიზნეს კაპ ჯორჯიას" (სი-ბი-სი) აღმასრულებელმა დირექტორმა გელა ენდრიუ სულმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
საქართველოს მთავრობასა და ტრამპის გარდამავალ გუნდს შორის ოფიციალური კონტაქტი ჯერ არ შემდგარა, - ამის შესახებ “ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია იუწყება.
თურქმა სამართალდამცველებმა კაფეს დირექტორი დააკავეს, რომელიც ოპოზიციური გამოცემა Cumhuriyet-ის რედაქციაში მდებარეობს, - ამის შესახებ Euronews იუწყება.
„საქართველოს პრეზიდენტის, ქვეყნის მთავარსარდლის არჩევის პრეროგატივა ვფიქრობ, ხალხს უნდა დარჩეს“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.
Be.Ge ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართული ინტერნეტ მაღაზიაა, რომელიც 2013 წელს დაარსდა და დღემდე წარმატებით უზრუნველყოფს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დასახელების პროდუქტის მიწოდებას.
საქართველოს მთავრობასა და ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობას შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმება ძალაში შევიდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი არ ეთანხმება პარტიის პოლიტიკური საბჭოს 27 წევრის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვინაიდან ის 7 000 დელეგატიანი ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოების გაჭიანურებას ემსახურება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More