18:43 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
იორდანიაში 15 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

იორდანიაში 15 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, 10 მათგანი ტერორიზმის ბრალდებით, 5 კი, მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის, - ამის შესახებ BBC იუწყება.

5 მარტს, სანქტ-პეტერბურგის ქუჩა 2/84-ის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

5 მარტს, 11:00-დან 13:00 საათამდე, სანქტ-პეტერბურგის ქ. 2/84-ის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 

კახეთის გზატკეცილზე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები მიმდინარეობს

ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, N19-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები მიმდინარეობს.

 

თელავში მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

თელავის მუნიციპალიტეტში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამა ადგილობრივ მევენახეებსა და კოოპერატივების წარმომადგენლებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ გააცნო.

 

„თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, შეიძლება არაპირდაპირ არჩევნებზე მომავალ წელს გადავიდეთ“

„თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, შეიძლება ვიფიქროთ პოზიციის გადახედვაზე და იმაზე, რომ მომავალ წელს პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე პრეზიდენტის განცხადებას.

 

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 108-ე ადგილზეა

ჟურნალმა Global Finance-მა 2016 წლის ყველაზე მდიდარი და ღარიბი ქვეყნების სია გამოაქვეყნა. 

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის განცხადება საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის შეგნებული მცდელობაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

 

ანგელა მერკელი დონალდ ტრამპს 14 მარტს შეხვდება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 14 მარტს ვაშინგტონში შეხვდება, ამის შესახებ უცხოური მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება. 

LIBE-ს კომიტეტმა აშშ-ს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას კენჭი უყარა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას კენჭი უყარა. 

სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა 8 მარტს გაიმართება

სტრასბურგის სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა 8 მარტს გაიმართება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და მერაბიშვილის ინტერესების დამცველი ოთარ კახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ქართულ მედიაში ოპოზიციის ხმა შეზღუდოს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, - ამის შესახებ ინფორომაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს. 

მაიკლ მაკფოლი: რუსეთი ომს დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა და საქართველოს მთავრობა მახეში გაება

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის განცხადებით, აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ კრიზისში შევიდა. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება.

საგამოძიებო სამსახურმა ზუგდიდში ალკოჰოლის ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ალკოჰოლური სასმელის ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინა.

 

დავით დვალი: პირობას ვდებ, „რუსთავი 2“-ზე ცენზურას არ დავუშვებ

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით დვალის განცხადებით, „რუსთავი 2“-ზე ცენზურას არ დაუშვებს.

 

შსს-მ თელავში უკანონო საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერება ამოიღო

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული კ.კ. საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

 

თბილისის ინტერპოლმა ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ანკარის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე წითელი ცირკულარით ძებნილი, 1967 წელს დაბადებული ჰ.გ. დააკავეს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics