19:46 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-04 12:29:27, 1037 ნახვა

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 108-ე ადგილზეა

ჟურნალმა Global Finance-მა 2016 წლის ყველაზე მდიდარი და ღარიბი ქვეყნების სია გამოაქვეყნა. 

მედია საშალებამ ქვეყნების სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე, მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით გამოითვალა. რეიტინგის თანახმად, ხუთ ქვეყანას გამდიდრებაში კარგად განვითარებული ფინანსური სექტორი და დაბალი გადასახადები ეხმარება, რომელიც ქვეყანაში კაპიტალს იზიდავს. 

აღსანიშნავია, რომ წარმოადგენილი ანგარიშის მიხედვით, სიაში მოხვედრილ ყველა ქვეყანას მოსახლების სიმცირე აერთიანებთ .

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია შემდეგნაირად გამოიყურება: 

1. კატარი (მშპ $129 512)
2. ლუქსემბურგი (მშპ-ს $100 991)
3. მაკაო (მშპ $87 845 )
4. სინგაპური (მშპ $86 854 )
5. ბრუნეი (მშპ $77 662 )
6. ქუვეითი (მშპ $70 587 )
7. ირლანდია (მშპ $69 374 )
8. ნორვეგია (მშპ $69 031)
9. არაბთა გაერთიანებული საემიროები (მშპ $67 947) 
10. სან-მარინო (მშპ $64 465)

რაც შეეხება ყველაზე ღარიბ ქვეყნებს, მათ სიაში ბურუნდი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ცენტრალური აფრიკული რასპუბლიკაა. 

ცნობისთვის, საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 189 ქვეყნიდან, 108-ე ადგილზეა - მშპ $10 099 შემოსავლით.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რეიტინგში რუსეთი 52 ადგილზეა, თურქეთი 63-ზე, აზერბაიჯანი 71-ე, ხოლო სომხეთი 114-ე ადგილზეა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics