17:54 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ამერიკის საელჩო: აშშ არ სცნობს „არჩევნების“ შედეგებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არალეგიტიმურად ჩატარდა

ამერიკის შეერთებული შტატები არ სცნობს არჩევნების შედეგებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე არალეგიტიმურად ჩატარდა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

ჩუგოშვილი: თუ შეუძლიათ, რომ წაახალისონ ვანდალიზმი, პოლიციის მანქანების დაწვა, ბოდიშის მოხდაც უნდათ შეეძლოთ

"თუ შეუძლიათ , რომ წაახალისონ ვანდალიზმი-  პოლიციის მანქანების დაწვა და მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ისიც უნდა შეეძლოთ, რომ შემდეგ ბოდიში მოიხადონ",-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პრემიერის განცხადებას, რომლის თანახმადაც, "ნაციონალურ მოძრაობას" ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება.

 

ესპანეთში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქვეყანაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ABC იუწყება.

 

ვახტანგ ხმალაძემ საკონსტიტუციო კომისიას პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის განსხვავებული ვერსია შესთავაზა

 პარლამენტის ვიცე-სპიკერის, საკონსტიტუციო კომისიის წევრის,  თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ვახტანგ ხმალაძემ კომისიის დღევანდელი სხდომის მონაწილეებს, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის განსხვავებული ვერსია შესთავაზა.

 

მათიკაშვილი: კომისიის წევრთა უმრავლესობაში არის გარკვეული შეთანხმება, 2023 წლიდან არაპირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის წევრების უმრავლესობაში არის გარკვეული  შეთანხმება იმის თაობაზე, რომ 2023 წლიდან საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით ჩატარდეს. 

 

საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. 

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები ფონდ „ობიექტივში“ საკუთარი ხელფასიდან ყოველთვიურად თანხას შეიტანენ

ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტებმა საქველმოქმედო ფონდი „ობიექტივი“ დააფუძნეს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარტიის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად  სხვადასხვა შემოსავლების მქონე მოქალაქეებს ჯანდაცვის სერვისები განსხვავებულად დაუფინანსდებათ. 

სურამში მდებარე ყოფილი ბანაკი „ფოლადი“ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პროექტს წარმატებით აგრძელებს.

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე: ბექა ბ. და მერაბ ბ. დააკავეს.
 

პრეზიდენტი რუსეთზე - ქვეყნებმა, მიუხედავად მათი ზომისა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინონ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს V გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

აფხაზეთის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში 1993 წლის მარტში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 

ზურაბ პატარაძე სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს შეხვდა. 

დედოფლისწყაროში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა

დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩა N29-ში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა.

 

„პაშა ბანკი“ „ბია“-ს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის პარტნიორია

2017 წლის 20 მარტს სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ „ბია“-ს ორგანიზებით და პაშა ბანკის პარტნიორობით გაიმართება საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი სახელწოდებით - „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“. 

გიგაური: პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში, მონოლითურ სისტემას მივიღებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის შეფასებით,  პრეზიდენტი  პირდაპირი წესით, არჩევნების გზით  უნდა აირჩეოდეს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics