19:01 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 12:56:47, 489 ნახვა

ზურაბ პატარაძე სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს შეხვდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის მთავრობოს პრეს-სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას ასევე მინისტრის მოადგილე პაპუნა შენგელაია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელი ირმა გაბინაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრისას საუბარი საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ შეეხო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემოც გააცნო და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი არის აღნიშნული კამპანიის გამართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ვიქტორს, რომელიც დღეს რეგიონში ჩამობრძანდა. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით: რა წესები მოქმედებს, როგორ უნდა იმოქმედონ, როგორ უნდა იმგზავრონ, რა დოკუმენტები უნდა იქონიონ თან. ჩვენი ქვეყნის მისწრაფება არის ევროპული გზა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება. ეს არის ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი და სწორედ ეს ვიზიტი ემსახურება ჩვენს რეგიონში ცნობიერების ამაღლებას," - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ამასთან, ვიქტორ დოლიძის თქმით, ევროპის პოპულარიზაციასთან და ვიზალიბერალიაციასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი კამპანიაა დაწყებული. 

„ევროპის პოპულარიზაციასთან და ვიზალიბერალიაციასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს ფართომასშტაბიანი კამპანია, რომლის ფარგლებშიც ჩამოვედით აჭარაში. კამპანიაში ჩართულნი არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ზურაბ პატარაძეს იმ ხელშეწყობისთვის, რაც აჭარაში გვაქვს,"- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმოადგენლები და ექსპერტები 15-16 მარტს აჭარაში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში საინფორმაციო კამპანიას განიხილავენ.

კამპანია ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ შესაძლებლობებისა და ვალდებულებების შესახებ, რომელიც მათ ექნებათ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომ. საუბარია უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. შეხვედრა საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics