|
2017-03-16 14:29:15, 1573 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ხმალაძემ საკონსტიტუციო კომისიას პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის განსხვავებული ვერსია შესთავაზა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, საკონსტიტუციო კომისიის წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ვახტანგ ხმალაძემ კომისიის დღევანდელი სხდომის მონაწილეებს, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის განსხვავებული ვერსია შესთავაზა. მისივე განმარტებით, ხმალაძის ინიციატივაა, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაში პარლამენტთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. "პრეზიდენტის მომავალი არჩევნები იქნება პირდაპირი წესით. დღეს იყო შემოთავაზებული არაპირდაპირი არჩევის წესის განსხვავებული ვერსია. არაპირდაპირი არჩევის ერთი გზაა, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს. მეორე გზაა, რომ იყოს გარკვეული კომბინაცია, მაგალითად აჭარის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობით და გარკვეული 2-ეტაპიანი სისტემა იყოს, ანუ არა მხოლოდ პარლამენტის წევრები, არამედ კიდევ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ერთობლივად ირჩევდნენ არაპირდაპირი წესით. ჩვენ შევთანხმდით, რომ ინიციატორი იდეის წარმოადგენს ფორმულირებას და ჩვენ სამომავლოდ კიდევ მივუბრუნდებით ამ ნორმას",-აღნიშნა ჩუგოშვილმა. თავად ჩუგოშვილი პრობლემას ვერ ხედავს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი იყოს ცოტა უფრო კომპლექსური, ვიდრე-მხოლოდ პარლამენტის მიერ არჩევა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)