სესიაშვილი: რომ დამკავშირებოდნენ, მაქსიმუმ 3 წუთში გავცემდი ინფორმაციას, რომ ეს იყო სამოქალაქო ტვირთი
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოსდა საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთის მიმართულებით ხდებოდა სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.