2017-03-23 14:27:29, 635 ნახვა
ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო მსახიობ ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
ბრალდებულები ამ დრომდე გირაოს სანაცვლოდ იყვნენ გათავისუფლებულნი.
შეგახსენებთ, რომ როსტოშვილი და კურტანიძე 2016 წლის 6 მაისს დააკავეს. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან