|
2017-03-23 15:12:25, 2543 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკში“ 40 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი გალარდა
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ნინო მასურაშვილის ინფორმაციით, „თიბისი ბანკსა“ და ბანკ რესპუბლიკაში ჯამში ერთობლივად 40 მილიონი დოლარის სესხი გალარდა, რაც ბაზარზე გალარებული სესხების დაახლოებით 53% შეადგენს. მასურაშვილის ინფორმაციით, გალარების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სუბსიდიით 3073-მა მსესხებელმა ისარგებლა და საკუთარი სესხი გაალარა. ამას გარდა, დოლარში არსებული სესხები იმ კლიენტებმაც გაალარეს, რომლებიც ვერ მოხვდნენ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში, თუმცა მათ მომავალში ვალუტის რყევებისგან გამოწვეული რისკების დაზღვევა არჩიეს. „ამ პროგრამამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა დედოლარიზაციის გრძელვადიანი პროცესის დასაწყისს, რაც საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში დაიცავს ოჯახებს და მსესხებლებს სავალუტო რყევებისგან, ხოლო ბანკს შეუმცირებს რისკებს. მიუხედავად იმისა, რომ ლარში გადატანილი სესხის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი ოდნავ იზრდება, ეს არის საფასური მომავალში სავალუტო რყევებისგან თავის დასაცავად და ჩვენ სწორედ ამას ვუხსნიდით მსესხებლებს," - განაცხადა ნინო მასურაშვილმა. „თიბისი ბანკი“ სხვადასხვა გზით ახდენდა კომუნიკაციას მსესხებლებთან, თითოეულ მათგანთან სატელეფონო კონსულტაციების გარდა, გაიმართა პირისპირ შეხვედრებიც, სადაც კლიენტებს საშუალება ჰქონდათ პროგრამის შესახებ ნებისმიერ კითხვაზე მიეღოთ პასუხი. ნინო მასურაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ლარიზაციის გეგმის მეორე ტალღა უკვე დაწყებულია, ვინაიდან 100 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა. მასურაშვილი აცხადებს, რომ წლის ბოლოს ნათლად გამოჩნდება, როგორ შეიცვალა დედოლარიზაციის წილი ფიზიკური პირების სასესხო პორტფელებში. (NS)
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)