20:00 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კობახიძე ბობოხიძეს: ქართველი ხალხის მათემატიკური უნარების თაობაზე ცუდი წარმოდგენა გაქვთ

 „მათემატიკაში ისევე ატყუებთ ხალხს, როგორც პოლიტიკურად. ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვთ ქართველი ხალხის მათემატიკური უნარების თაობაზე“,-ასე მიმართა პარლამენტის  თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი ბობოხიძეს, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას მუსოლინის საარჩევნო სისტემას სთავაზობს.

 

ბობოხიძე კობახიძეს: უამრავი დადებითი თვისება გაქვთ, მაგრამ უცებ რაღაცას იზამთ და წყალში ყრით ყველაფერს

„ბატონო ირაკლი, უამრავი თვისება შემიძლია გითხრათ  დადებითი თქვენი როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მაგრამ რაღაც უცნაური რამ გჭირთ,  რაღაცას უცებ ერთს იზამთ და მთლიანად  წყალში ჩაყრით ხოლმე ყველაფერს“,-ასე მიმართა „მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს“ წევრმა  აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს  საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე.

 

მდინარაძე: აუცილებელია დაკონკრეტდეს, რა ფორმით ჩაერთვება პრეზიდენტის ადმინისტრაცია საყოველთაო სახალხო განხილვაში

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, ჩაერთოს საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვაში მიესალმება.

კახა ოქრიაშვილი: მაჟორიტარების დისკრედიტაცია მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" დეპუტატი კახა ოქრიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების საკითხს  გამოეხმაურა. 

კობახიძე რატიანს: მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ და მას დემოკრატიული საარჩევნო სისტემით ვცვლით

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი სიცრუეში დაადანაშაულა. 

 

რატიანი უმრავლესობას: თქვენ იგივე პრინციპების საარჩევნო სისტემა შემოგვთავაზეთ, რაც მუსოლინიმ იტალიის პარლამენტს

„საარჩევნო სისტემა, რომელიც თქვენ შესთავაზეთ ქვეყანას,  მინდა გითხრათ, რომ იგივე პრინციპების საარჩევნო სისტემა მე-20 საუკუნის დასაწყისში მუსოლინიმ შესთავაზა იტალიის პარლამენტს“, - ასე მიმართა „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა  უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

სოზარ სუბარმა საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი გახსნა
საქსტატი: აპრილში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6,1% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,1 პროცენტი შეადგინა.

 

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ოვალური თარგის სამუშაოები დასრულდა

დედაქალაქის იერსახისა და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ოვალური თარგის გამწვანების სამუშაოები დაასრულა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს სამოქალაქო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს ახსენებს. 

კობახიძე კონგრესმენების მიმართვაზე: ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს აშშ-საქართველოს მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ს კონგრესმენების დონალდ ტრამპისადმი  მიმართვას გამოეხმაურა.

 

საგარეო უწყების საკონსულო დეპარტამენტი ისრაელში გამგზავრების მსურველებს მიმართავს

საკონსულოს დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ტაბატაძის განცხადებით, თუ ისრაელში საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი 2-3%-მდე შემცირდება, ქართულ მხარეს ისრაელთან შრომითი მიგრაციის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი მიეცემა.

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვაში მონაწილეობაზე პარლამენტის შეთავაზებას ელოდება

პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვაში მონაწილეობაზე პარლამენტის შეთავაზებას ელოდება.

​​უმსხვილესი ამერიკული კომპანია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდა

გლობალური მრავალპროფილური კომპანია „3M“, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის, მრეწველობის, ჯანდაცვის, ელექტრონიკის და უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობს, საქართველოში სხვადასხვა სექტორში არსებული შესაძლებლობებით და ბიზნეს კლიმატით დაინტერესდა.

 

Financial Times: ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთს Brexit-ის გამო, 100 მილიარდამდე ევროს გადახდა მოსთხოვა

საფრანგეთისა და გერმანიის ახალი მოთხოვნების თანახმად, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირისთვის Brexit-ის გამო, შესაძლოა 100 მილიარდამდე ევროს გადახდა მოუწიოს, - ამის შესახებ Financial Times იუწყება.

საჯარო რეესტრი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის საველე აღწერას ახორციელებს

იუსტიციის სამინისტროს  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,  ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის საველე აღწერას ახორციელებს. ამჟამად აღწერითი სამუშაოები ხაშური-მცხეთის მონაკვეთზე მიმდინარეობს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics