21:01 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 13:58:43, 1563 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ოვალური თარგის სამუშაოები დასრულდა

დედაქალაქის იერსახისა და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ოვალური თარგის გამწვანების სამუშაოები დაასრულა.

დასრულებული სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს გოგა წერეთელთან ერთად დაათვალიერა.

„ჩვენ მეორე ეტაპის სამუშაოებსაც გავაგრძელებთ. ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან მშენებარე მეტროსადგურამდე, ეს ტერიტორია მთლიანად კეთილმოეწყობა, უკეთ გამწვანდება და ქალაქში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სივრცე შეგვემატება“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე გამოიცვალა მიწის ზედაპირი,  აღდგენილია სარწყავი სისტემა, ასევე, დაიდგა დეკორატიული სანათები, დაირგო იშვიათი ჯიშის ხე-მცენარეები - 15 ძირი მრავალწლოვანი ზეთისხილი, ლეილანდები, არიზონას კვიპაროსები, ჯუჯა ფოტინიები, ვარდები,  სეზონური ყვავილები,  დაიგო რულონური ბალახი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics