|
2017-05-03 13:20:00, 1517 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის საველე აღწერას ახორციელებს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის საველე აღწერას ახორციელებს. ამჟამად აღწერითი სამუშაოები ხაშური-მცხეთის მონაკვეთზე მიმდინარეობს. სააგენტოს ინფორმაციით, საველე მეთოდით, საავტომობილო გზათა ქსელის აღწერითი სამუშაოები უკვე დასრულებულია სარფი-ბათუმი-ქობულეთი-ფოთის, სამტრედია-აბაშა-სენაკი-ფოთის, სამტრედია-ლანჩხუთი-სუფსა-გრიგოლეთის, სენაკი-ხობი-ზუგდიდი-ანაკლიას, სამტრედია-ქუთაისის შემოვლითი გზა-ზესტაფონი-რიკოთის გვირაბი-ხაშური (მათ შორის ქ. ქუთაისში გამავალი ძველი მაგისტრალი) მონაკვეთებზე. სულ, ეროვნული ნავიგაციის პროექტის ფარგლებში აღწერილი შიდასაქალაქო და მაგისტრალური საავტომობილო გზების საერთო სიგრძე 1 535 კმ-ს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის საველე ოპერატორებმა სანავიგაციო სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მონაცემები აღწერეს, მათ შორის: სატრანსპორტო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები, ბენზინ და გაზ გასამართი სადგურები სათანადო ინფრასტრუქტურით და შესაბამისი ფოტომასალით. გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია აქვს. საავტომობილო გზები კი მნიშვნელოვან საბაზისო გეოგრაფიულ მონაცემს წარმოადგენს. ამიტომ ქვეყნის მასშტაბით გზათა ქსელის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გეომონაცემთა ბაზის ფორმირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საჯარო რეესტრი საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოგრაფიულ მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს. დამუშავებულ მონაცემებში გზათა ნომენკლატურა-საერთაშორისო და ეროვნული ტიპი, კლასი, ზოლების რაოდენობა, საფარი, ცალმხრივობა, სიჩქარის შეზღუდვა, სეზონურობა და სხვ. მახასიათებლებიც იქნება გათვალისწინებული. აღსანიშნავია, საჯარო რეესტრი ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (Google, Tomtom) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში, და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ. ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნა და საქართველოს გეოგრაფიული მონაცემების გლობალურ სანავიგაციო სისტემებში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია. პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)