22:05 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ბათუმი ცენტრალში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

ბათუმი ცენტრალში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, სულხან ღლონტთან ერთად გახსნა.

კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის ჩატარება დამატებით რამდენიმე ქალაქში იგეგმება

ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრის ირმა ინაშვილის ინფორმაციით, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის ჩატარება კიდევ რამდენიმე ქალაქში იგეგმება.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს მშობლიურ ქალაქში უმასპინძლა

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედის მშობლიურ ქალაქ ლევოჩაში უმასპინძლა.  

მდინარაძე: კობახიძის მხრიდან იყო ადეკვატური რეაქცია, როდესაც მან სტუდენტებს მოუწოდა, ილიას გზით იარონ

"პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო ადეკვატური რეაქცია,  როდესაც მან მოუწოდა ასევე სტუდენტებს, რომ იარონ ილიას გზით",-ასე უპასუხა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას - მისაღები იყო თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის რეპლიკა სტუდენტების მიმართ, რომ ისინი არიან კომუნისტები, უცოდინრები  და უნდა დადგომოდნენ ილიას გზას.

საკაბელო ტელევიზიები GMR-ს „რუსთავი2“-ის, „იმედის“, „მაესტროსა“ და რამდენიმე ქართული არხის სიგნალის გათიშვით ემუქრებიან

საკაბელო ტელევიზიები კომპანია GMR-ს და ტელევიზიებს (იმედი; მაესტრო; რუსთავი-2; კომედი არხი; მარაო; ჯი-დი-ესი) განცხადებით მიმართავენ.

ილდირიმი: ევროპის უსაფრთხოება თურქეთიდან იწყება - ერდოღანი კი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გულმოწყალე ადამიანია

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, ევროკავშირი ნაცვლად პოლიტიკური ორგანიზაციისა, ბიუროკრატიულ ორგანიზაციად იქცა, - ამის შესახებ ბინალი ილდირიმმა ლონდონში ვიზიტის დროს გამოცემა London Evening Standard-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მდინარაძე: თბილისში ცვლილებების განხილვა ჩატარდება და შევეცდებით, თავიდან ავირიდოთ პროვოკაცია

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თბილისში კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა აუცილებლად გაიმართება.

ჰილარი კლინტონი ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას ქმნის - „წინ ერთად!“

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის წევრი და ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას ქმნის, - ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი კომპანია გაფართოვდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 250 საწარმოთა შორის მხარდაჭერილი - შპს „მილი“ წარმოებას ზრდის.

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ლაშა თორდიამ თვითდაზიანებები მიიყენა
ადვოკატები: ფარცხალაძეს თორდიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თორდია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსისთვის, ლაშა თორდიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

ნადირაშვილი: ოთარ ფარცხალაძის საკითხზე პროკურატურის მხრიდან ობიექტური გამოძიება ვერ მოხდება

,,ვთვლით, რომ ამ ყველაფერში აუცილებლად უნდა ჩაერთოს პარლამენტი, სხვა მხრივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა ნამდვილად ვერ მოხდება’’, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით, ყველაზე აქტიურ ბანკად კიდევ ერთხელ დასახელდა
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერს შეხვდება
Washington Post: დონალდ ტრამპმა სერგეი ლავროვს მკაცრად გასაიდმულოებული სადაზვერვო ინფორმაცია გაუმჟღავნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს მკაცრად გასაიდუმლოებული სადაზვერვო ინფორმაცია გაამჟღავნა, რამაც უმნიშვნელოვანესი წყარო საფრთხის ქვეშ დააყენა, - ამის შესახებ Washington Post-ი ამერიკის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics