22:59 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
„სახელმწიფო ელექტროსისტემა“: ელექტროენერგიის შეზღუდვა სომხეთთან დამაკავშირებელი ხაზის გამორთვამ გამოიწვია

ელექტროენერგიის შეზღუდვა სომხეთთან დამაკავშირებელი ელექტროენერგიის ხაზის გამორთვამ გამოიწვია.

ნინო წილოსანის ინიციატივით, გურიის მოსახლეობამ სამედიცინო კვლევები უფასოდ გაიარა

ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარ ნინო წილოსანის ინიციატივით და საჩხერის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით, გურიის მოსახლეობას საშუალება მიეცა, უფასოდ მიეღო სამედიცინო კონსულტაცია და გაევლო დიაგნოსტიკური და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები.

პუტინის ახლო მეგობარი გენადი ხაზანოვი თბილისში სპექტაკლებს გამართავს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული მსახიობი, რომელიც ყირიმში რუსეთის აგრესიას მხარს უჭერს, თბილისში სპექტაკლებს გამართავს.

შსს-მ ახალგაზრდულ ფორუმში „YouthSpeak Forum19“ მიიღო მონაწილეობა
წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება შესაძლოა, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს

წვევამდელის მიერ  სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება,  მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანების, ყალბი  დოკუმენტის გამოყენებით, ან სხვაგვარად მოტყუებით, შესაძლოა ჯარიმით, ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს.

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება

თბილისის მასშტაბით რამდენიმე უბანში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია.

ლუჟკოვი ქართული მხარის გადაწყვეტილებას მის ბოლო ვიზიტს უკავშირებს

მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, მისი ე.წ. შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, არ არის განპირობებული მისი ვიზიტით ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში.

მეტროპოლიტენის მეორე ხაზის მუშაობა შეწყვეტილია

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზის მუშაობა შეწყვეტილია, როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის სატრასპორტო კომპანიაში აცნობეს, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზს 16:15 საათზე შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

მმართველმა გუნდმა თორდია-ფარცხალაძის საქმეზე საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

მმართველმა გუნდმა  თორდია-ფარცხალაძის საქმეზე საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ ეტაპზე მხარი არ დაუჭირა.

ბესელია: არ შეიძლება საგნებით და იარაღებით ადამიანები შედიოდნენ დარბაზში, რომელიც მიტინგის ხასიათს არ ატარებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, იმისათვის, რომ  კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვას  ხელი არ შეეშალოს და არ ჩაიშალოს შეხვედრები,  შესაბამისი  პრევენციული ზომების მიღება იქნება საჭირო.

ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ბიუროს სხდომაზე კამათი მოჰყვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმეზე დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შორის   კამათი მოჰყვა. 

ლაშა თორდიას დაკითხვა დასრულდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას სახლი გამომძიებლებმა უკვე დატოვეს.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია საქართველოში საინფორმაციო კამპანიას იწყებს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია მიიღო. შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი.

ბესელია: გამოძიებას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და მექანიზმი, ჩაატაროს ობიექტური გამოძიება

"კანონში  არ წერია, რომ  კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლის მიმართ ჩადენილი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ავტომატურად ექვემდებარება პარლამენტს,  რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და მექანიზმი,  მან ჩაატაროს  ობიექტური გამოძიება",-ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თორდია-ფარცხალაძის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასა და  საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას.

კობახიძე: რუსი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ დიდია და ვფიქრობ, ამას საფრთხეს არაფერი შეუქმნის

"მოხარული ვართ, რომ რუსეთიდან ტურისტული ნაკადები იზრდება. დიდი იმედი გვაქვს,  ეს ტენდენცია გაგრძელდება",-ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო უწყების  განცხადებას, რომლითაც თავის მოქალაქეებს  საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებული რისკების შეფასებას ურჩევენ.

სამგორის რაიონში საყრდენი კედლის გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა

სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ჩიხში, 181-ე კორპუსის საყრდენი კედლის გამაგრებითი სამუშაოები უკვე დასრულდა.    

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics