13:29 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გიორგი მღებრიშვილი ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, რიჰარდს კოზლოვსკის შეხვდა.

ირაკლი ლექვინაძე: თბილისის მერია გარევაჭრობის წესის შემუშავებაზე აქტიურად მუშაობს

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის  მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც   დეპუტატი  სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც გარევაჭრობის მოწესრიგებისთვის წესებს შეიმუშავებს. 

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქართველოში გაუჩინარების თაობაზე, დღეს, 16:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.

 

ადვოკატი: მივმართავთ ლტოლვილთა სამინისტროს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭოს

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართავს.

 

სააკაძის მოედანზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობა დასრულდა

სააკაძის მოედნის გამწვანებული ტერიტორიის აღდგენა-მოწყობის სამუშაოებიდასრულდა.

სახაზინო ადვოკატი: ჩვენი საქმიდან აცილება მოვითხოვეთ, თუმცა დეკანოზმა ჩათვალა, რომ საქმეში უნდა დავრჩენილიყავით

მამა გიორგი მამალაძისთვის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მათ დააყენეს საკუთარი თავის აცილების შუამდგომლობა, ვინაიდან მიიჩნევდნენ, რომ ბრალდებულს ჰყავდა ადვოკატები შეთანხმებით და მათი საქმეში მონაწილეობა სავალდებულო აღარ იყო.

 

გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

ქართულ შეიარაღებაში საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს ნატოს სტანდარტების ანალოგი ანაცვლებს

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დღე ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევის M-240 საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებით დაიწყო.

 

უსაფრთხოების სფეროს საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატისა  და ნატოს სამოკავშირეო ოფისის პროფესიული განვითარების პროგრამის ორგანიზებით, უსაფრთხოების სფეროს საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

 პოლონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

 

პრეზიდენტი: საჭიროა, ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაში მოკავშირეების აქტიური ჩართულობა

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრაზე განსახილველი ძირითადი საკითხები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განვითარება, ასევე, საქართველოს დეოკუპაციის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა იყო.

 

„საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით ბათუმში პირველი სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელი გაიხსნა

საქართველოს ბანკის ფონდმა, „სიცოცხლის ხე“ ბათუმში პირველი და აჭარის რეგიონში ერთადერთი, სოციალური საწარმო - ადაპტირებული ჰოსტელი (Black sea hostel) გახსნა.

 

ადვოკატი: ოხანაშვილზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ დამნაშავეა და გამოძიებისთვის თხოვნა რატომ გახდებოდა საჭირო?

„ყველაზე მაღალი ავტორიტეტი ვისაც აქვს საპატრიარქოში, ერთი ვიცი, რომ შორენაა. საერთოდ სთხოვა თუ არ სთხოვა, ან ვინ სთხოვა გამოძიებას ოხანაშვილთან დაკავშირებით რაიმე, არ ვიცი“, - ასე უპასუხა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ „ექსპრესნიუსის“ შეკითხვას - ვის აქვს საპატრიარქოში ისეთი ავტორიტეტი, რომლის თხოვნასაც, რომ არ დაეკავებინათ სოსო ოხანაშვილი, გამოძიება გაითვალისწინებდა.

 

ადვოკატი: მათ უნდათ ზემდგომებიდან აიღონ ნებართვა, დაუშვან თუ არა ომბუდსმენი სასამართლო პროცესზე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, სასამართლო ელოდება ნებართვას იმის თაობაზე, მისცეს თუ არა სახალხო დამცველს პროცესზე დასწრების უფლება.

 

პროკურორი: დეკანოზმა არ გაუშვა შანსი ხელიდან, საქმის განხილვა კიდევ ერთხელ გაეჭიანურებინა

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე ცდილობს, თავი აარიდოს მართლმსაჯულებას და გააჭიანუროს პროცესი.

 

ანდჟეი დუდა მარგველაშვილს: კმაყოფილება მინდა გამოვხატო, რომ თქვენთან ერთად, თავისუფალ საქართველოში ვიმყოფები

„დიდი კმაყოფილება მინდა გამოვხატო უბრალო პოლონელი კაცისა, რომ მე თქვენთან ერთად ვიმყოფები, თქვენს გვერდით, თავისუფალ საქართველოში“,-ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ   პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics