|
2017-05-30 13:33:55, 1833 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით ბათუმში პირველი სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელი გაიხსნა
საქართველოს ბანკის ფონდმა, „სიცოცხლის ხე“ ბათუმში პირველი და აჭარის რეგიონში ერთადერთი, სოციალური საწარმო - ადაპტირებული ჰოსტელი (Black sea hostel) გახსნა. აღნიშნულმა პროექტმა, საქართველოს ბანკის მიერ სოციალური მეწარმეობის შესახებ გამოცხადებულ მესამე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და ბანკმა პროექტი 50.000 ლარით დააფინანსა. აჭარის რეგიონში, როგორც ტურისტულ ზონაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის, ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი სივრცისა და სერვისების არსებობა ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის. სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელი ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მოეწყო, რომელიც პანდუსითა და ამწით აღიჭურვა. ჰოსტელში განთავსებულია 30 საწოლი, მათ შორის ერთი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ოთახი და ერთი ლუქსი. ჰოსტელი ვიზიტორებს უზრუნველყოფს შემდეგი სერვისებით: სტუმრების 24 სთ-იანი მიღების სერვისი, უფასო უკაბელო ინტერნეტი, ტურისტული საინფორმაციო მომსახურება, გასართობი და სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცე. ჰოსტელის ეზოში განთავსებულია ველოსიპედისა და ავტომობილისთვის განკუთვნილი პარკირების ზონები. ჰოსტელის მიმდებარე ტერიტორიაზეა მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ქალაქის ყველა უბანთან და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტთან დაკავშირება. სოციალური საწარმოს მიზანია, ჰოსტელის შემოსავლის ნაწილი, აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობას, კერძოდ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას მოხმარდეს. ამასთან, სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელის საქმიანობა შშმ პირების გააქტიურებას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათ დასაქმებასაც უზრუნველყოფს. 2016 წელს საქართველოს ბანკის, ფონდის საქმიანობას შეემატა კიდევ ერთი მიმართულება - გამოცხადდა საგრანტო კონკურსი სოციალური საწარმოების შესაქმნელად. ამ დრომდე, ხსენებული კონკურსის ფარგლებში საქართველოს ბანკმა 200 000 ლარზე მეტი მოცულობის თანხით დააფინანსა 5 სოციალური საწარმოს შექმნის პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება. ბანკის მიერ დაფინანსებული ყველა სოციალური საწარმოს საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, აქტუალური სოციალური საკითხების მოგვარებისკენ არის მიმართული, მათ შორის როგორიცაა შშმ პირების დასაქმება, ახალგაზრდების განათლება და ეკოლოგიაზე ზრუნვა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: tree.ge
(R)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)