20:53 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-19 10:58:18, 345 ნახვა

საზოგადოება
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ

გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ, კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში რუსულად მოსაუბრე ქალებმა ქორწილის სტუმრებს შეურაცხყოფა მიაყენეს, იმ მიზეზით, რომ ხმაური აწუხებდათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით მათ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელეს, სადაც ჩანს როგორ ურტყამს კაცი ერთ-ერთ ქალს და ყველაფერი იმას დააბრალეს, რომ რუსულად მოსაუბრეები იყვნენ და ამის გამო ქართველი ფიზიკურად გაუსწორდათ.

,,კახეთში, რუსმა ქალებმა ქართველების ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, ხმაურობენო ავარდა ერთი ბიჭი, სავარაუდოდ მთვრალი, დაარტყა რუს ქალს ეს ქალები ამბობენ ახლა რუსულად ლაპარაკის გამო იძალადაო და ვიდეოს კომენტარებში რუსები თაგავენ კახა კალაძეს გვიშველეო არ ვამართლებ იმ ბიჭს, არ შეიძლება ქალის ცემა, რაც არ უნდა დააშავოს. უბრალოდ კახა მაინტერესებს რას იზამს." - წერს ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში.

„ეს ბიჭი ჩემი დეიდაშვილის შვილია... რომელსაც გუშინ ძმის ქორწილი ჰქონდა. ულამაზესი სუფრით და უცებ, ქართული სიმღერა არ მოეწონათ სტუმარ ქალბატონებს , გადმოასხეს ჯერ ღვინო, მერე შარდი და ბოლოს დააფურთხეს ჩვენს სუფრას და მომღერლებს... ხალხი დაიშალა, ისინი ისევ აგრძელებდნენ პროვოკაციას.... ხედავდნენ იქ იყო უამრავი ნასვამი ახალგაზრდა და თამაშობდნენ ნერვებზე - პაპუასი... გრუზინი სვინია... და როდესაც ქართულს ცეკვავდნენ ნეფე-პატარძალი, დააფურთხეს ზემოდან. აპარატურას... ათასჯერ ვთხოვეთ ადმინისტრაციას, რომ მოეგვარებინა... სამწუხაროდ, უუნარონი აღმოჩნდნენ და როდის და როგორ არც ვიცით, მაგრამ ნეფის ძმა ავიდა, რომ დალაპარაკებოდა და ის ქალბატონი ყელში სწვდა... ნასვამი ბიჭი იყო, არ ვამართლებ... მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა ამის შემდეგ... სამწუხაროდ...“ - წერს ქორწილის სტუმარი სოციალურ ქსელში.

ეს გენოციდი უკვე მომბეზრდა. რატომ აქვს ვინმეს უფლება, სხვა ადამიანი საკუთარი ენის გამო აწამოს? “- წერს ინციდენტის მონაწილე ქალი და არგუმენტად იშველიებს, რომ თავად უკრაინაში დაიბადა, მაგრამ რუსეთში ცხოვრობს და ამავე ენაზე საუბრობს, ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ მასთან ერთად უკრაინელი ქალები იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე რუსულად საუბრობენ და დაბადების დღის აღსანიშნავად ყველანი აქ, საქართველოში შეიკრიბნენ.

<br><Br>


</center>

<div id=



ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
სოფელ შენაქოს ხიდის მისასვლელი მონაკვეთი ჩამოიშალა
ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics