13:53 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი იმყოფება.

სასამართლომ ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი მის წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო. 

არასამთავრობოები კონსტიტუციის დაჩქარებული წესით მიღების შეჩერებას ითხოვენ

კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეჩერდეს კონსტიტუციის დაჩქარებული წესით მიღების პროცესი, საკონსტიტუციო კომისიაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე მომუშავე, კვალიფიციური ექსპერტების ჩართვა მოხდეს.

„ავერსი-რაციონალსა“ და „სოლიდარობის ფონდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში საქართველოს სოლიდარობის  ფონდსა და კომპანია „ავერსი-რაციონალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. 

საქართველოს საზღვართან დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

საქართველოს საზღვართან დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კამრან მაჰმუდოვი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ MeydanTV იუწყება.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი ეწვია

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი ესტუმრა.

ეროვნულ არქივში დაცული ფონდების მოძიება ელექტრონული კატალოგით გახდა შესაძლებელი

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ფონდების მოძიება ელექტრონული კატალოგით გახდა შესაძლებელი. 

გიორგი ფანცულაია: დეკანოზი ბედნიერია, რომ პატრიარქს მისი უდანაშაულობის სჯერა

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მოხარულია, რომ პატრიარქს მისი უდანაშაულობის სჯერა. 

საკუთრებაში ბინა კიდევ 389 დევნილ ოჯახს გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, საკუთრებაში ბინა კიდევ 389 დევნილ ოჯახს გადაეცა.

სუბარი: გაუგებარია, პრეზიდენტთან იყოს საბჭო, რომელიც შეიძლება, რჩევას აძლევდეს აღმასრულებელ ორგანოს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით,  მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს არ აქვს არანაირი აღმასრულებელი უფლება და შესაბამისად, გაუგებარია, მასთან დაქვემდებარებაში  რატომ უნდა  იყოს საბჭო, რომელიც შეიძლება, აღმასრულებელ ორგანოს რჩევას აძლევდეს.

სუბარი: რომ ვთქვათ, ხვალ აფხაზეთს ვიბრუნებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ დარბაზიდან გავა

“როცა "ნაციონალური მოძრაობა" გვყავს დარბაზში, კონსესუსის მიღწევა რაიმე საკითხზე, შეუძლებელია“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი  სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების  მიერ რიგგარეშე სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას, სადაც კონსტიტუციური ცვლილებები ორი მოსმენით უნდა მიიღონ.

ლევან დავითაშვილი: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი გეგმიურად მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მავნებელ მწერ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა.

საია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტს საკუთარი მოსაზრებები წარუდგინა.

ლექვინაძე: მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ დიზაინთან დაკავშირებით ვნებათაღელვა გადაჭარბებულია

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებით საზოგადოებაში გამოწვეული ვნებათაღელვა გადაჭარბებულია. 

ავღანეთში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 24 ადამიანი

ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ლექვინაძე: ივლისის მეორე ნახევრიდან ყველა ახალი ავტობუსი სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე განთავსდება

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, ივლისის მეორე ნახევრიდან ყველა ახალი ავტობუსი სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე განთავსდება.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics