|
2017-06-22 14:30:09, 875 ნახვა
სამხედრო
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი ეწვია
საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი ესტუმრა. ჩეხ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოსა და ჩეხეთის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების ფონზე გაიმართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში შედგა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მარტინ სტროპნიცკიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების მიმართ ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მან საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორად მოიხსენია და ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა დადებითად შეაფასა. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ საქართველო არსებული მდგომარეობის მიუხედავად, წარმატებით ვითარდება. შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ჩეხი ექსპერტების ჩართულობასაც შეეხო. ასევე, ყურადღება სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტომაშ პერნიცკი, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი შტეფან გრივალსკი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და განხილული საკითხები შეაჯამეს. თავდაცვის სამინისტროში სტუმრობამდე მარტინ სტროპნიცკი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. მან საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)