04:42 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
„ევექსმა“ 90 მილიონი ლარის, 5 წლიანი მოქმედების ვადის მქონე ადგილობრივი ობლიგაციების ემისია განახორციელა

 „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ - „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“, 90 მილიონი ლარის ღირებულების 5 წლიანი  ვადის მქონე ადგილობრივი ობლიგაციები გამოუშვა.

 

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლები მანგლისის მოსახლეობას შეხვდნენ

დაბა მანგლისის საზოგადოებრივ ცენტრში  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის მენეჯერი ელენე გრიგოლია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და შეკითხვებს უპასუხეს.    

 

კვირიკაშვილმა და პოროშენკომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს

საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ორი ქვეყნის საერთო ინტერესები და გამოწვევები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები.

 

შვეიცარული კომპანია საქართველოსთან თხილის სექტორში თანამშრომლობას ზრდის

თხილის სექტორში საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები შვეიცარიის უმსხვილესი საცალო ბიზნესის, Migros Group, წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

 

პრემიერი: მზად ვართ უკრაინულ ბიზნეს წრეებს საქართველოში არსებული კომფორტული პირობები შევთავაზოთ

„ორივე ქვეყანას გააჩნია ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან,  არცერთი ქვეყანა არ იშურებს ძალისხმევას,  რომ ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვოთ  საკუთარი კანონმდებლობა და ინსტიტუციები“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისი გაქურდეს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისი გაქურდეს.

 

პოროშენკო: უკრაინელებისთვის არ არის უფრო ახლო ერი, ვიდრე ჩვენი ძმები - ქართველები

“მე დარწმუნებით შემიძლია  ვთქვა, რომ არ არის უფრო ახლო ერი უკრაინელებისთვის ვიდრე ჩვენი ძმები - ქართველები“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერი: საქართველო-უკრაინის ოკუპაციამ ბალანსი დაარღვია და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემო გააუარესა

„საქართველოს მთავარობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, თქვენი ვიზიტიც ამის დასტურია ბატონო პრეზიდენტო“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

 

პოროშენკო: ჩვენი დემოკრატიის, დამოუკიდებლობის საფრთხეები ერთი და იგივეა და ეს უფრო გვაახლოებს

„უკრაინელებს ქართველი მოძმე ხალხის იმედი აქვთ, როგორც ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს უკრაინელი ხალხის მტკიცე მხარდაჭერის იმედი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ეროვნულ მუზეუმს სამუზეუმო ექსპონატები გადასცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს იშვიათი სამუზეუმო ექსპონატები გადასცა.

 

პეტრო პოროშენკომ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

პეტრო პოროშენკომ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

მარგველაშვილმა და პოროშენკომ „სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ“ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

მარგველაშვილმა და პოროშენკომ „სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ“ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

ჯანელიძე: დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს აღქმული, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყანა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამბასადორიალის გახსნის მისასალმებელ სიტყვაში საანგარიშო პერიოდში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი შედეგები შეაფასა.

 

„საქართველოს მელიორაცია“ ვარციხისა და ტობანიერის სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმერეთში ვარციხისა და ტობანიერის სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

 

ფინანსთა სამინისტრო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას განაგრძობს

ქართველ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებით სწავლობენ, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

 

გაეროს ელჩი თათია დოლიძის მიმართ მუქარაზე: იმედი გვაქვს, გამოძიება სწრაფი იქნება

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს თათია დოლიძის საქმეს და იმედი გვაქვს, რომ გამოძიება სწრაფი იქნება“, - ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს ელჩის, ნილს სკოტის განცხადებაშია აღნიშნული.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics