03:36 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კობახიძე: საგარეო პოლიტიკური წარმატების საფუძველი არა უცხოეთის დედაქალაქებში, არამედ საქართველოში იქმნება

„თქვენ გერგოთ განსაკუთრებული მისია, წარმოადგინოთ საქართველო და ისაუბროთ საქართველოს სახელით ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერი: ევროკავშირთან ურთიერთობებში პროგრესის მიღწევა ქართული საზოგადოების დაკვეთის შესრულებაა

„ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომი პროგრესის მიღწევა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტებთან ერთად, ქართული საზოგადოების დაკვეთის შესრულება და მოლოდინებისადმი ხელისუფლების ერთგულებაა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ამბასადორიალი 2017“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ეკონომიკის სამინისტრო რუსეთის მიერ „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

 

პრემიერი: საქართველოს შეუძლია იამაყოს, რომ ჰყავს ძალიან მაღალპროფესიონალი დიმპლომატიური კორპუსი

„დღევანდელი  ტურბულენტური და ხშირ შემთხვევაში არაპროგნოზირებადი  საერთაშორისო  გარემო გახლავთ უდიდესი გამოწვევებისა და რისკების წყარო, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისთვის  როგორიც საქართველოა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  „ამბასადორიალი 2017“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

სააკაშვილი: იმედი მაქვს, პოროშენკომ კიევიდან პირსახოცი და საპონი თან წაიღო, რომ გართულებებს თავი აარიდოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

 

პრეზიდენტი: ქართულმა დიპლომატიამ რუსულ, ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალასთან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ,,ამბასადორიალი - 2017'' გახსნა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

 

ჯანელიძე: რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პროცესი, ჩვენთვის უმთავრესი გამოწვევაა

„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმდინარე პროცესი საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს“,-ამის შესახებ  საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „ამბასადორიალი 2017“-ის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.

 

1 დოლარი დღეს 2.4047 ლარი ღირს
პეტრო პოროშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, გუშინ  საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ვიზიტით ესტუმრა.

„ამბასადორიალი 2017" ოფიციალურად გაიხსნა

მიმდინარე წლის  18-21 ივლისს თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში"  იმართება. 

18 ივლისის ანონსი
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ „Georgian Airways“-ის ფრენებზე შეზღუდვები მოხსნა

რუსეთში "Georgian Airways"-ის ფრენებზე შეღუდვები მოხსნა, - ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო "TASS" ავრცელებს.

პეტრო პოროშენკო საქართველოშია

საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.

 

ზაზა შენგელია: „ჩექ ინ ჯორჯია“ არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი
თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ორი პაციენტი საქართველოში დაბრუნდა

თურქეთის კლინიკა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულმა კიდევ ორმა პაციენტმა დატოვა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics