|
2017-07-18 16:28:45, 2057 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: მზად ვართ უკრაინულ ბიზნეს წრეებს საქართველოში არსებული კომფორტული პირობები შევთავაზოთ
„ორივე ქვეყანას გააჩნია ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან, არცერთი ქვეყანა არ იშურებს ძალისხმევას, რომ ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვოთ საკუთარი კანონმდებლობა და ინსტიტუციები“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკრაინა საქართველოს სავაჭრო პარტნიორობის ხუთეულში რჩება. „მოგეხსენებათ უკრაინა-საქართველოს მნიშნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. ის რჩება საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში. ორივე ქვეყანას გააჩნია ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან. არცერთი ქვეყანა არ იშურებს ძალისხმევას, რომ ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვოთ საკუთარი კანონმდებლობა და ინსტიტუციები. ორივე ქვეყანა მონაწილოებას გლობალური მნიშვნელობის რეგიონალურ-სატრანზიტო-სატრანსპორტო პროექტებში. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ ყველა შესაძლებლობა ათვისებული არ არის როგორც სავაჭრო ისე საინვესტიციო და ერთობლივი საწარმოების შექმნის კუთხით. ორმხრივი ვაჭრობის კუთხით შემდგომი ზრდის სერიოზული პოტენციალი გაგვაჩნია. 2016 წლის მონაცემებით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 500 მილიონ დოლარამდე და აშკარაა შემდგომი გაფართოების შესაძლებლობა. ასევე სერიოზულ პერსპექტივებს ვხედავთ საინვესტიციო ნაკადების ზრდის მიმართულებით. საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშნელოვანია საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ეს შეთანხმება მნიშნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს უკრაინელ ინვესტორებს და გვჯერა, რომ იგი დამატებით ბიძგს მისცემს ქართულ-უკრაინული საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ დღევანდელი ბიზნეს-ფორუმი კარგი შესაძლებლობაა ამ მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. საქართველო უკანასკნელ პერიოდში აქტიურად და წარმატებულად ახორციელებს მთელ რიგ რეფორმებს, რაც აისახა კიდეც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალურიო კონკურენტუნარიანობის ინდექსში 138 ქვეყანას შორის საქართველო 59-ე ადგილზეა. 2012-2013 წლებთან შედარებით 18 პოზიციით დაწინაურდა. ბიზნესის კეთების სიმარტივის, 2017 წლის რეიტინგში 139 ქვეყანას შორის საქართველო მე-16 ადგილს იკავებს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ განსაკუთრებული პროგრესი განიცადა საკუთრების დაცვის რეიტინგში, სადაც თითქმის გააორმაგა საკუთარი პოზიტიური რეიტინგი. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნესსექტორთან თანამშრომლობას, რადგან მიგვაჩნია რომ სწორედ ის არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა“,-განაცხადა პრემიერმა. კვირიკაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ დღევანდელი ბიზნესფორუმი საინტერესოდ წარიმართება და კონკრეტული ბიზნესინტერესები გამოიკვეთება. „დღეს ჩვენ მზად ვართ უკრაინულ ბიზნეს წრეებს შევთავაზოთ საქართველოში არსებული მაქსიმალურად კომფორტული პირობები ბიზნესის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ბიზნესფორუმი საინტერესოდ წარიმართება, გამოიკვეთება კონკრეტული ბიზნესინტერესები და გაჩნდება ბიზნეს თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ საქართველო უკრაინას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა სულ მალე ისეთ დონეს მიაღწევს, როგორიც ჩვენი ორი ქვეყნის ისტორიულ და პოლიტიკურ ურთიერთობებს შეეფერება“,-დასძინა პრემიერმა.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)