15:41 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს გაიმართება

პრეზიდენტმა 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის შესახებ პარლამენტის თხოვნა დააკმაყოფილა.

 

​NDI დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო დღეს მედიას 2017 წლის ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

 

დოლარი 2.3987ლარი ღირს

ლარი კურსი დოლართან მიმართებაში უცვლელია.

26 ივლისის ანონსი
ანა დოლიძე: დეპუტატებმა ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა, შეეჩერებინათ მიღებული ცვლილებების უარყოფითი შედეგები

 იურიდიულ საკითხთა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტებმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და "საარჩევნო კოდექსის" შესახებ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა.

 

იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მოისმინა.

 

საქართველოს სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
ე.წ. ციანიდის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 28 ივლისს გაიმართება

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღევანდელი სასამართლო პროცესი დასრულდა.

 

ჭანტურიას ქუჩის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

25 ივლისის დღის ბოლოდან, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ჭანტურიას ქუჩაზე - თაბუკაშვილის ქუჩის კვეთიდან ათონელის ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 

ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, უფასო ტრენინგები ყაზბეგის იუსტიციის სახლში ჩატარდება

იუსტიციის სამინისტროს ტრენინგები ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე გრძელდება. 26 ივლისს, 14:00 საათზე სწავლება ყაზბეგის იუსტიციის სახლში  გაიმართება.

 

თორდია: ჩემს შემცვლელად ნინო ლომჯარიას ვისურვებდი

ლაშა თორდიას  მთავარი აუდიტორის პოსტზე ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა.

 

„ტერაბანკმა“ 12.5 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო

„ტერაბანკს“ და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას (FMO) შორის დღეს თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

 

ადვოკატის ინფორმაციით, ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი, დეკანოზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ეშუამდგომლა

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის პაატა მეხრიშვილის განცხადებით, პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა ჩვენებით დაადასტურა, რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი ეშუამდგომლა სახელმწიფოსთან დეკანოზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა გარკვეულმა სასულიერო პირებმა გადააფიქრებინეს.

 

ადვოკატი: ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ პატრიარქმა თეთრუაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება სამჯერ მიიღო

„პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება შორენა თეთრუაშვილის გათავისუფლების შესახებ, თუმცა მასთან მივიდნენ მეუფე იაკობი და სხვა მეუფეები და დაარწმუნეს, რომ ის თანამდებობაზე დაეტოვებინა“,-ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის დაკითხვის შემდეგ განუცხადა.

 

ჯარჯი წიკლაური ე.წ. ციანიდის საქმეში სხვა პირთა პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს

ე.წ.  ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ადრე თუ გვიან მამა გიორგი მამალაძეს სიმართლის თქმა მოუწევს და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა.

 

პროკურორი: შორენა თეთრუაშვილს ადარებდნენ კიბოს მეტასტაზს, რომელიც მოსაშორებელი იყო

ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის დაცვის ყოფილი  უფროსი სოსო ოხანაშვილი დისტანციური გზით დაიკითხა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics