უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერის ირინა გერაშინკოს განცხადებით, უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყნები უნდა გახდნენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ქვეყანა კვლავ ტერორისტული საფრთხის წინაშეა და საშიშროების დონე უცვლელად მაღალია, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
ხუთმა არაბულმა ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ევროკავშირი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფხან მუხთარლის საქმეს ყურადღებით დააკვირდება, - ამის შესახებ ევროპული კავშირის საგარეო სამსახურის პრესმდივნის განცხადებაშია ნათქვამი.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენას ახდენდა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოს მასშტაბით, სხვა ქვეყნების საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ერევა.
მონტენეგრო დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგით 29-ე წევრი გახდება.
ბოლო მონაცემებით, ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში 3 აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამოცდის საპასუხოდ, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More