დუშეთის რაიონში, სოფელ თვალივში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართული ვერტმფრენია ჩართული. გავრცელებული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ დუშეთის რაიონის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა დაუდასტურა. მისივე თქმით, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩართულია ცოცხალი ძალა. ვაჟა ჩოხელი ვარაუდობს, რომ ცეცხლის ლიკვიდირება დღის ბოლომდე მოხდება.