|
2017-09-30 13:08:38, 2166 ნახვა
საზოგადოება
აფგან მუხთარლი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისიდან 29 მაისს გაიტაცეს, Pavel Sheremet Journalism Award 2017-ის გამარჯვებული გახდა, - ამის შესახებ ინფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მმართველმა კომიტეტმა მიიჩნია, რომ მუხთარლიმ, რომელმაც ჟურნალისტიკაში განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სიტყვის თავისუფლების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. "ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ჟურნალისტის სიმამაცემ, რომელიც ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, მაინც მუშაობდა და ამას საკუთარი უსაფრთხოებისა და თავისუფლების რისკის ხარჯზე აკეთებდა",- ნათქვამია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან მიმდინარე წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით ედება: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. მას არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს ჯიბეში. ამჟამად მუხთარლი აზერბაიჯანში წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი რედაქტორის გათავისუფლებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა.
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)